საკრებულოს მორიგი სხდომა

31 იანვარი, 2019

                                                                                                                                                                                  

 

           დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა დღეს გაიმართა. სხდომას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 
საკრებულომ კენჭი უყარა და დაამტკიცა ცვლილება, რომელიც ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ‘“ საკრებულოს 2018 წლის N69 დადგენილებაში შევიდა. 
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფი შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 იანვრის N 63 განკარგულების თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დაემატა პროექტი - ,,ქ. დედოფლისწყაროში პუშკინის ქუჩაზე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია და პუშკინის ქუჩის რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა“ . პროექტის ღირებულება 319 336 ლარს შეადგენს. 
ასევე, 2019 წლის 18 იანვრის საქართველოს მთავრობის N 13 განკარგულებით, საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოიყო 180 000 ლარი, ხოლო მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის -51 400 ლარი. 
აღნიშნული თანხები საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში აისახა.
ცვლილებების შედეგად ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 550 800 ლარით გაიზარდა. 
დღესვე საკრებულომ დაამტკიცა ,,დედდოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის N 31 დადგენილებაში შესატანი ცვლილება, რომლისთანახმადაც სამსახურს დაემატა სტრუქტურული ქვედანაყოფი -,,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება“.
განყოფილების მიზანია განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების , მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა დაწესებულებების მართვის მონიტორინგი, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და სხვა. 
ცვლილებას საქართველოს ორგანული კანონით- ადგილობრივი თვითმმართველობის კოპდექსით დადგენილი შტატების რაოდენობის გადაჭარბება არ მოჰყოლია.

 

გააზიარე