ფაშიზმზე გამარჯვების დღე სოფელ გამარჯვებაში

15 May, 2018

                                                              

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად სოფელ გამარჯვებას ეწვია და ფაშიზმთან გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა გამარჯვებელებს დღევანდელი დღე მიულოცა და სოფლის ხელმძღვანელებს ღონისძიების ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა. ,,საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მტერს ჩვენი უნიკალური სამშობლო ყოველთვის ჩვენი, ქართველების გარეშე ჭირდებოდა. საბედნიეროდ, მან ეს ვერ მოახერხა. ქართველების გაქრობას ვერასოდეს ვერავინ ნახავს და ამაში დიდი წვლილი იმ ადამიანებსაც მიუძღვის, ვინც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ერთ-ერთი წარმომადგენელი, თქვენი თანასოფლელი ზურაბ სულაშვილი დღეს აქაა. ის 94 წლისაა და ვისურვებდი, რომ მისი 100 წლის იუბილე ერთად აღვნიშნოთ. ზურა პაპას კიდევ ერთხელ ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და მადლობას ვეუბნები იმ ამაგისათვის, რომელიც მას ქვეყნის, ჩვენი დედოფლისწყაროსა და მშობლიური სოფელ გამარჯვების წინაშე მიუძღვის. ასევე ვისურვებ, რომ 2025 წელს , ფაშიზმთან გამარჯვების 80 წლის იუბილე ჩვენი მუნიციპალიტეტის მეორე მსოფლიო ომის ექვსივე ვეტერანმა ჩვენთან ერთად იზეიმოს“- აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. 
გამარჯვების ობელისკზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სოფლის მოძღვარმა, მამა იოანემ (გივიშვილი ) გადაიხადა. გაიმართა კონცერტიც, რომელშიც სოფელ გამარჯვების ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

გააზიარე