ყოველკვირეული თათბირი მერიაში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით ტრადიციული ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, შეხვედრას მერის პირველი მოადგილე სოლომინ ღორაშვილი, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და სოფლებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერის წარმომადგენლებისგან ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა და მათი მოგვარების გზები შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად დასახა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილი ქერის მოსავლის აღების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტს საკმარისი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გააჩნია, რაც ალოობას შეუფერხებლად უზრუნველყოფს.
თათბირზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრეს.