სააღდგომო ლიტურგია დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძრში დაესწრნენ და მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ აღავლინა.