საკრებულოს სხდომები
20 იანვრის სხდომა
სხდომის თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, საკრებულოს წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დღის წესრიგის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი: 1„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
2 „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის,ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის #12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე”
მოისმინეს:1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის № 65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელმა ნ. პაპიაშვილმა დამსწრეთ გააცნო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი და გამგობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ
საკითხთა სამსახურის უფროს ე. ბაიაშვილს გადასცა სიტყვა. მან დამსწრეთ მუხლობრივად წარუდგინა პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში განსახორციელებელი ცვლილება:
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის #23 დადგენილების თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა 5% ოდენობით სულ 120,0 ათასი ლარი: მ.შ საგზაო ინფრასტრუქტურა 101,0 ათასი ლარი, სკოლამდელი განათლების დაფინანსება 15,5 ათასი ლარი, სპორტული მოედნები 3,5 ათასი ლარი.
2014 წელს რეგიონალური ფონდიდან დაკავებული 2,5 % განაწილება: წყლის სისტემის რეაბილიტაცია 44,7 ათასი ლარი, საგზაო ინფრასტრუქტურა 41,3 ათასი ლარი.
2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაკავებული 2,5 % განაწილება: სკოლამდელი განათლება 5,2 ათ. ლარი, ხელოვნების სკოლა 0,7 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის გამგეობა 0,2 ათასი ლარი, საგზაო ინფრასტრუქტურა 14,2 ათასი ლარი.
არაფინანსური აქტივის ზრდა: საგზაო ინფრასტრუქტურა 17,1 ათასი ლარი, კეთილმოწყობა 6,2 ათასი ლარი, სპორტული მოედნები 13,1 ათასი ლარი, წყლის სისტემის რეაბილიტაცია 3,0 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის გამგეობა 10,8ათასი ლარი.
მუნიციპალიტეტის გამგეობა: არაფინანსური აქტივის გაზრდა 53,0 ათასი ლარი
მუნიციპალიტეტის საკრებულო: არაფინანსური აქტივის გაზრდა 17,0 ათასილარი
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის № 65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის #12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მომხსენებელმა პაპიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის # 669 დადგენილების შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 5 თებერვალს მიიღო #12 დადგენილება „ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“, რომლის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის სამართლებრივი ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამარლებრივი ექპერტიზისას დადგინდა (31.12.2015 წლის, #76945 სამართლებრივი დასკვნა), რომ მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ზემოთხსენებულ დადგენილებას, თუმცა არ იყო საჭირო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სამართლებრივი რეგულაცი(ებ)ის დამტკიცება ხელმეორედ. სამართლებრივი დასკვნიდან გამომდინარე მიზანშეწონილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის #12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება.
გადაწყვიტეს: „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის #12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტი.
12 თებერვლის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ .პაპიაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, საკრებულოს წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დღის წესრიგის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2„ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.10.2015 წლის # 46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. |
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N 31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მოისმინეს:1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის № 65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
სხდომის თავმჯდომარე ნ. პაპიაშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო დადგენილების პროექტი და სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მან აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემოსავლების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება:
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის #175 დადგენილების თანახმად, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს გამოეყო 2130226 ლარი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის გადასახდელების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება: მუნიციპალიტეტის გამგეობის არაფინანსური აქტივის (არასაცხოვრებელი შენობები) გაზრდა 1,1 ათ. ლარით. სკოლამდელი განათლების არაფინანსური აქტივების ზრდა 293,2 ათ. ლარით. (რეგ. ფონდი)
გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებების არაფინანსური აქტივების გაზრდა 207,7 ათ ლარით. (რეგ. ფონდი)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია არაფინანსური აქტივების ზრდა 1566,1 ათ. ლარით. (რეგ. ფონდი)
სპორტული დარბაზების/მოედნების შეძენა/ მშენებლობა არაფინანსური აქტივების ზრდა 63,3 ათ. ლარით. (რეგ. ფონდი)
წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები არაფინანსური აქტივების ზრდა 1,5 ათ. ლარით.
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები არაფინანსური აქტივების ზრდა 1,4 ათ. ლარით. განსხავევბული აზრი არ გამოთქმულა და ნ. პაპიაშვილმა საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 21 წევრმა კი ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილი პროექტის დამტკიცებას.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის № 65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
2. „ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.10.2015 წლის # 46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შეთანხმება მოქმედი კანონმდებლობით ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. ამჟამად შეთანხმებული საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის ნიმუში არ ემთხვევა საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ნიმუშს. მათი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საჭიროა ცვლილების განხორციელება. შემდეგ სიტყვა გადასცა გ. ნასრაშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნიმუშის შეთანხმებისას მოხდა ტექნიკური შეცდომა და დღესდღეობით ნიმუშები ერთმანეთს არ ემთხვევა და რა თქმა უნდა საჭიროებს ცვლილების განხორციელებას.
ვინაიდან განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა, სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილი ცვლილებას.
დამტკიცდეს„ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.10.2015 წლის # 46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს:3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N 31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელმა ნ. პაპიაშვილმა სიტყვა გადასცა ა. კიკილაშვილს. მან აღნიშნა, რომ ვინაიდან „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2015 წლის 18 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული შიდა აუდიტის სუბიექტები გეგმებსა და წლიურ ანგარიშს აღარ წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრს, დგება საჭიროება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში ცვლილების განხორციელებისა, რადგან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება კანონმდებლობასთან.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N 31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი პროექტი.
23 თებერვლის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზ. ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, საკრებულოს წევრებს სხდომის დღის წესრიგის გააცნო და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საშემოდგომო ნათესებში თაგვისებრი მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებების თაობაზე“.ზვიად ჯავახიშვილმა დამსწრეთ მოახსენა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თაგვისებრი მღრღნელების საწინააღმდეგოდ საჭიროა საშემოდგომო ნათესების დამუშავება. მიუხედავად შექმნილი კლიმატური პირობებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათმოსარგებლეთა მიერ გატარებული ღონისძიებებისა, სათანადო ეფექტი ვერ იქნა მიღწეული და ადგილი აქვს ნათესების სერიოზულ დაზიანებას( ამჟამად დაზიანებულია დაახლოებით 35 000 ჰა ფართობი). სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.01.2016 წლის # 1/1-281 ბრძანებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადმოეცა 1760 კილოგრამი როდენტიციდი ( მღრღნელის საწინააღმდეგო წამალი), რომლითაც მიზანშეწონილია დაუყოვნებლივ დამუშავდეს საშემოდგომო ნათესები. შემდეგ ზ. ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს წარუდგინა პროექტი, რომლის მიხდვითაც ნათესების დამუშავება მიწათმოსარგებლეებმა უნდა განახორციელონ საკუთრი პასუხისმგებლობითა და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით შემჭიდროებულ ვადაში, ხოლო თაგვსებრი მღრღნელების საწინააღმდეგოდ საშემოდგომო ნათესების დამუშავებას კოორდინაცია და ზედამხედველობა უნდა გაუწიოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. საკრებულოს წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი პროექტი.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საშემოდგომო ნათესებში თაგვისებრი მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებების თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
7 მარტის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზ. ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, საკრებულოს წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დღის წესრიგის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:1„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
4.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ. 5.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2016 წელს გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ.
6.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებისათვის (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ
მოისმინეს:1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის № 65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელმა ზ. ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები, კერძოდ:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში განსახორციელებლად წარმოდგენილია შემდეგი ცვლილება:
მუნიციპალიტეტის საკრებულო: არაფინანსური აქტივის (კომპიუტერის შეძენა) გაზრდა 2,0 ათასი ლარით.
მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია: არაფინანსური აქტივების გაზრდა 1,0 ათ ლარით.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მოსახლეობის დახმარების (სოციალური უზრუნველყოფის): გაზრდა 40,0 ათ. ლარით.
ვინაიდან განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა, საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის № 65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. მოისმინეს:2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი და დამსწრეთ აუხსნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მოსახლეობის უკიდურესად გაჭირვებული ფენის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს. უფრო კონკრეტულად, პროექტის თანახმად :
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი ოჯახებისთვის:
- მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი
- ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი
- ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი
- მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის ბავშვი)
- მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის ბავშვი)
- მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი
- მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი
ყოველთვიურად დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად 8 და 12 ლარი 2016 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან; ხოლო 2016 წლის I, II, XII თვეებში დახარჯული ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულება თვეში 20 ლარი, 2016 წლის I და II თვეში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე დაინიშნება და გაიცემა 2016 წლის 1 იანვრიდან, ხოლო III თვიდან წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე - 1 დეკემბრიდან.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს:3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს წარუდგინა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული პროექტი და აუხსნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილებით ამტკიცებს საერთო კრების ტიპურ დებულებას. საერთო კრების ტიპური დებულებით განისაზღვრება საერთო კრების მოწვევასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვის, საერთო კრებაზე საკითხების ინიციირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის პროცედურა, საერთო კრების მდივნისა და საერთო კრების რჩეულის უფლებები და მოვალეობები, საერთო კრების რჩეულის არჩევის პროცედურა. საკრებულოს წევრებმა მოიწონეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების წარმოდგენილი ვერსია, რის შემდეგაც თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხს უყარა კენჭი.
დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 4. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ გააცნო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ მომზადებული პროექტი, რომლის მიხედვითაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულება ფასდება დამაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრები გაეცნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიშს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი დამაკმაყოფილებლად შეფასება.
გადაწყვიტეს : საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების დამაკმაყოფილებლად შეფასებას.
მოისმინეს: 5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2016 წელს გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
მომხსენებელმა დამსწრეთ წარუდგინა ინიციირებული პროექტი. პროექტის მიხედვით 2016 წელს გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეირჩეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და დევნილთა (რომლებიც დროებით რეგისტრირებულნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ოჯახები. ასევე სოციალურად დაუცველთა ოჯახებისა და ოჯახების ის კატეგორია, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია:
1. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი;
2. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი;
3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე)ოჯახი;
4. მარტოხელა პენსიონერის (პენსიონერთა) ოჯახი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (II ჯგუფი) და ასაკით პენსიონერი), რომელსაც არ ჰყავს კანონით გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი მისი საცხოვებელი ადგილის მიუხედავად;
- ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ბავშვი;
6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილი;
7. ოჯახი, რომელიც არ მიეკუთვნება ზემოაღნიშნულ კატეგორიებს, მაგრამ რეკომენდაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან.
ინიციირებული პროექტის თანახმად „1“; „2“; „3“; „4“; „5“ და „6“ პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიათა განცხადებების მიღების ბოლო ვადა განისაზღვრა 2016 წლის 21 მარტი, ხოლო „7“ პუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის - 2016 წლის 1 აპრილი. 2016 წელს გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის ნორმად კი თითოეული კატეგორიაზე - 100 ლარი.
საკრებულოს წევრებმა მოიწონეს აღნიშნული პროექტი და განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2016 წელს გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 6. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებისათვის (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ
ზვიად ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის # 54 დადგენილებით დამტკიცებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის მიერ განკარგულების მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, დასახლებების (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) მიხედვით მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ანაწილებს შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილ თანხას. ხოლო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თბერვლის #265 განკარგულებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს გამოეყო 418215 (ოთხსათვრამეტი ათას ორასთხუთმეტი) ლარი, რომლის განაწილება საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის მიერ იქნა წარმოდგენილი.
აკაკი ნატროშვილმა გამოთქვა აზრი, რომ ხომ არ აჯობებდა მოსახლეობის რაოდენობა დათვლილიყო საქართველოს ამომრეველთა ერთიანი სიიდან. თუმცა გამგებლის პირველმა მოადგილე ს. ღორაშვილმა უპასუხა, რომ მოსახლეობის რაოდენობა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოწვდილი იქნა საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებისათვის (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
4აპრილის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზ. ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, საკრებულოს წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:1„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმის ბეს დაბრუნების მოთხოვნით, აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალისა და სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარების დაფინანსების ან თანადაფინანსებისა და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №01 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „2016 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის №04 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების ა(ა)იპ „კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ თავმჯდომრის მამუკა სეფიაშვილის წახალისების შესახებ
მოისმინეს:1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელმა ზ. ჯავახიშვილმა სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს ე. ბაიაშვილს.
მან აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში წარმოდგენილია შემდეგი ცვლილება: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების თანახმად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის გამოიყოფილი 418215 ლარი აისახა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში წარმოდგენილია შემდეგი ცვლილება: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა აისახა არაფინანსურ აქტივებში: მუნიციპალიტეტის გამგეობა- 23,8 ათ. ლარი, გარე განათება--141,6 ათ. ლარი, წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია 100,3 ათ. ლარი, კეთილმოწყობის ღონისძიებები 85,3 ათ. ლარი, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 17,2 ათ. ლარი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 6,0 ათ. ლარი, სკოლამდელი განათლება 21,9 ათ. ლარი, სპორტული მოედნების მშენებლობა 22,2 ათ. ლარი. ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება:
მუნიციპალიტეტის გამგეობა: არაფინანსური აქტივის გაზრდა 58,0 ათ. ლარით.
მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია: არაფინანსური აქტივების გაზრდა 35,0 ათ ლარით.
კეთილმოწყობის ღონისძიებების არაფინანსური აქტივების: გაზრდა 57,6 ათ. ლარით.
ა(ა)იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული გალობის და ხალხური სიმღერის სკოლა“ სუბსიდირების ხარჯები გაზრდა 2,3 ათ. ლარით.
სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის № 65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
მომხსენებელმა სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სატატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ა. თეთრაულს.
მან აღნიშნა, რომ პროექტის მიღება განპირობებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების პროცესის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. პროექტის თანახმად:
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7%-ის ოდენობით.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების უქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7%-ის ოდენობით.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საფასური განისაზღვოს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7%-ის ოდენობით.
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა.
სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმის ბეს დაბრუნების მოთხოვნით, აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალისა და სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე“
მომხსენებელმა საკრებულოს წევრებს მოახსენა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების პროცესის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად დგება აღნიშნული დადგენილების მიღების აუცილებლობა. შემდეგ დამსწრეთ გააცნო დადგენილების პროექტი. განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა.
სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმის ბეს დაბრუნების მოთხოვნით, აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალისა და სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 4. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელმა საკრებულოს წევრებს გააცნო დადგენილების პროექტი და აღნიშნა, რომ დადგენილებაში ცვლილება გამოიწვია ამ პროგრამის განხორციელების მექანიზმის ხელშეწყობამ.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებები მოიწონეს.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 21 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 5. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარების დაფინანსების ან თანადაფინანსებისა და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №01 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჯავახიშვილმა დამსწრეთ წარუდგინა ინიციირებული საკითხი და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოსახლეობის განსაზღვრულ კატეგორიას ეძლევა საშუალება მიიღონ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესაძლებლობა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფების ზევით (მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან), რაც გამოიწვევს ამ პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარების დაფინანსების ან თანადაფინანსებისა და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №01 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 6. „2016 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის №04 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელმა საკრებულოს წევრებს გააცნო წარმოდგენილი პროექტი. მან აღნიშნა, რომ სათბობით უზრუნველყოფის პროცესში ტექნიკური, კერძოდ განცხადებების მიღების ვადაშია წარმოდგენილი ცვლილება.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „2016 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის №04 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 7. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელმა ზ. ჯავახიშვილმა დამსწრეთ გააცნო საკრებულოში მომზადებული პროექტი და წარუდგინათ საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის ახალი რედაქცია. მან აღნიშნა, რომ ცვლილება გამოიწვია კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანამ.
„მუხლი 16. საკრებულოს თანამდებობის პირების მივლინების წესი, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- საკრებულოს თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციების თავმჯდომარეებისა) მივლინების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.
- ფრაქციის თავმჯდომარე, შესაძლებელია მივლინებული იქნეს საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.
- ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი აგრეთვე ვრცელდება ანაზღაურებაზე არ მყოფ საკრებულოს წევრებზე.
- საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა), საკრებულოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.
- დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.“
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 8. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე“
მომხსენებელმა აღნიშნა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 07.03.2016 წლის №10 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 14/03/2016, 010250050.35.169.016268) დამტკიცებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი წარმოდგენილია ახალი რედაქციით:
„ 7. ხმის დამთვლელი კომისია განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმი მტკიცდება ხმის დამთვლელი კომისიის მიერ. ხმების თანაბრად გაყოფის, ან შედეგების არდამტკიცების შემთხვევაში, არჩევნები ტარდება ხელახლა. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის ოქმს საერთო კრებას აცნობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმი ნამდვილია, თუ ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს ოქმს თუ მიიჩნევს, რომ ოქმი არ ასახავს კენჭსყრის შედეგებს, ხმის მიცემის პროცედურა არ შეესაბამებოდა წინამდებარე დებულებით დადგენილ პროცედურას ან/და არსებობს სხვა მიზეზი რაც არჩევნების უკანონობაზე მიუთითებდა.“
მან დასძინა: ცვლილება გამოიწვია იმან, რომ მოქმედი რედაქციით „ოქმი მტკიცდება საარჩევნო კომისიის მიერ“ (რაც არასწორია), ხოლო წარმოდგენილი პროექტით - „ხმის დამთვლელი კომისიის მიერ“.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 9. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების ა(ა)იპ „კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
ზვიად ჯავახიშვილმა დამსწრეთ გააცნო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 07.03.2016 წლის #334 წერილი, რომლითაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ითხოვდა საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების ა(ა)იპ „კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემას. შემდეგ დამსწრეთ საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული პროექტი წარუდგინა და ვინაიდან განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების ა(ა)იპ „კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 10. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ თავმჯდომრის მამუკა სეფიაშვილის წახალისების შესახებ“
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ თავმჯდომრის მამუკა სეფიაშვილის წახალისების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
30 მაისის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ნ.პაპიაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, საკრებულოს წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:11. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სოფელ ხორნაბუჯის მიწათსარგებლობის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საძოვარი) აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სოფელ ხორნაბუჯის მიწათსარგებლობის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საძოვარი) აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“
მომხსენებელმა ნ. პაპიაშვილმა აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი, რომლითაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ხორნაბუჯის მიწათსარგებლობის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 800000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საძოვარი) (საკადასტრო კოდი: 52.32.31.001) აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრას ითხოვს.
ნ. პაპიაშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომლის თანახმადაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ხორნაბუჯის მიწათსარგებლობის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 800000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საძოვარი) (საკადასტრო კოდი: 52.32.31.001) აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრა 2240 (ორი ათას ორას ორმოცი) ლარით.
მომხსენებელმა დასძინა, რომ პროექტი მომზადებულია „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის №12 დადგენილების 2-ე მუხლის შესაბამისად და აღნიშნული თანხა არის კერძო აუდიტის მიერ 800000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ღირებულების 7%.
აზრი გამოთქვა გივი გიგაურმა. მან აღნიშნა, რომ გვაქვს სხვა ასეთივე ტიპის რამოდენიმე საძოვარი, რომლითაც სოფლის მოსახლეობა მდებარეობიდან გამომდინარე ვერ სარგებლობს და მისასალმებელია თუ შემდგომში ბიუჯეტში თანხების მატების მიზნით მოხდება ფართების აუქციონის წესით გაქირავება.
საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს გ. გიგაურის მიერ შემოთავაზებული წინადადება.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სოფელ ხორნაბუჯის მიწათსარგებლობის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საძოვარი) აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
7 ივნისის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზ. ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა და დღის წესრიგის გაცნობამდე საკრებულოს წევრებს მოახსენა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული იყო საინფორმაციო სააგენტო „allmedia“-ს წარმომადგენლის გიორგი რობიტაშვილის განცხადება, რომელითაც საკრებულოს სხდომის ვიდეო/აიდიო ჩაწერის ნებართვას ითხოვდა. მან დამსწრეთ აუხსნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მეცხრე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლებს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში საკრებულოს თანხმობით აქვთ უფლება მოახდინონ სხდომის ვიდეო/აუდიო ჩაწერა. რის შემდეგაც საინფორმაციო სააგენტო „allmedia“-ს წარმომადგენლის გიორგი რობიტაშვილისთვის ვიდეო/აიდიო ჩაწერის ნების დართვას კენჭი უყარა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით „allmedia”-ს წარმომადგენელს ვიდეო გადაღებაზე ხმათა უმრავლესობით ეთქვა უარი. საკრებულოს წევრმა ლ. ბაღაშვილმა სიტყვა ითხოვა და აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა ამ რეგულაციით საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან ამით იზღუდებოდა ჟურნალისტის უფლებები. მან საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა, რომ საკრებულოს სხდომის აუდიო და ვიდეო ჩაწერის უფლების მიცემა იყო არა საკრებულოს, არამედ საკრებულოს თავმჯდომრის უფლებამოსილება და მას ერთპიროვნულად უნდა მიეღო გადაწყვეტილება. ასევე დასძინა, რომ რადგან ადამიანს, რომელსაც პრესასთან თანამშრომლობის დოკუმენტი ჰქონდა წარმოდგენილი, შეუწყობდა ხელს და თვითონ მობილური ტელეფონით გადაიღებდა სხდომის მიმდინარეობას. ლ. ბაღაშვილმა პირადი მობილური ტელეფონით დაიწყო საკრებულოს სხდომის ვიდეო ჩაწერა, ხოლო გ. რობიტაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარისგან მოითხოვა განმარტება თუ რატომ ეთქვა უარი ვიდეო/აუიდიო ჩაწერის. საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილება იყო ასეთი და აუხსნა, რომ სხდომაზე დასწრების უფლებას არავინ უზღუდავდა, მხოლოდ ვიდეო ჩაწერის უფლება ვერ მიიღო.
ლ. ბაღაშვილმა დასძინა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ელფერს იძენდა და არ იყო სწორი საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დამალვა, რაზეც ზ. ჯავახიშვილმა კვლავ განუმარტა, რომ საკრებულოს სხდომაზე გათვალისწინებული საკითხები ნებისმიერი დამსწრე პირისთვის იყო საჯარო და ვიდეო/უადიო ჩაწერის უფლებას მიიღებდა პირი მხოლოდ საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმის შესრულებისას, ანუ საკრებულოს თანხმობის მიღებისას.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ჯავახიშვილმა დამსწრეთ კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, ასევე მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.
გ. რობიტაშვილმა და საკრებულოს წევრებმა ლევან ბაღაშვილმა და ლევან იაკობიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომათა დარბაზი.
სხდომის თავმჯდომარემ კი სხდომა განაგრძო და საკრებულოს წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი: 1„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2 „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელმა ზ. ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო ინიციირებული საკითხის პროექტი და განმარტებისათვის სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს ე. ბაიაშვილს.
ე. ბაიაშვილმა აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის გადასახდელების ნაწილში წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:
მუნიციპალიტეტის გამგეობის: არაფინანსური აქტივის (ავტომანქანის შეძენა) შემცირება 28,0 ათ. ლარით. საარქივო მომსახურების გაზრდა 2,0 ათ. ლარით. მ/რემონტის ხარჯის ზრდა 0,4 ათ. ლარით, ნორმატიული აქტების ზრდა 3,0 ათ. ლარით, საოფისე ინვენტარის შეძენა 5,0 ათ. ლარი, არაფინანსური აქტივების გაზრდა 82,2 ათ. ლარით.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს: არაფინანსური აქტივის (ავტომანქანის შეძენა) შემცირება 17,0 ათ. ლარით. მ/რემონტის ხარჯის ზრდა 0,3 ათასი ლარით.
გარე განათების: არაფინანსური აქტივის გაზრდა 35,0 ათ. ლარით, სხვა საქონელი და მომსახურების შემცირება 10,0 ათასი ლარით.
კეთილმოწყობის ღონისძიებების: არაფინანსური აქტივების გაზრდა 45,1 ათ. ლარით.
წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის: არაფინანსური აქტივის გაზრდა 71,6 ათ. ლარით.
საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის: არაფინანსური აქტივის გაზრდა 11,7 ათ. ლარით.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაციის: არაფინანსური აქტივის გაზრდა 32,5 ათიასი ლარით.
სპორტული მოედნების: არაფინანსური აქტივის გაზრდა 0,5 ათ. ლარით.
სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა: სუბსიდირების თანხიდა 8,7 ათასი ლარის გადატანა არაფინანსურ აქტივში, სუბსიდირების თანხის გაზრდა 9,7 ათ. ლარით.
საკონტროლო აპარატურის: შეძენის შემცირება 5,0 ათასი ლარით.
სკოლამდელი განათლების: არაფინანსური აქტივის გაზრდა 101,1 ათასი ლარით.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება: შემცირება სულ 91,0 ათ. ლარით. მათ შორის: სოციალური უზრუნველყოფა 66,0 ათ. ლარით, სუბსიდიის შემცირება 25,0 ათ. ლარით.
ა(ა)იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლა“ სუბსიდირების ხარჯები გაზრდა 0,2 ათასი ლარით. არაფინანსური აქტივის შემცირება 0,7 ათ. ლარით.
საკრებულოს წევრებს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამთ და საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მომხსენებელმა ზვიად ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ინიციატივით საკრებულომ მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამასა და ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას დახმარების გაწევა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახებისათვის.
ფრაქციის წინადადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიზანშეწონილია გამოიყოს თანხა 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის და ზამთრის თვეებში 20 (ოცი) ლარი ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად. (ბუნებრივი აირით არ სარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაემატოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას).
ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობას გაეგზავნა საკრებულოს წევრ გივი გიგაურის ინიციატივა, რომლითაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამასა და ბიუჯეტში მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნას იმ მრავალშვილიან ოჯახთა დახმარება, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია, ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი და მათგან ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი. საკრებულოს წევრის აზრით სასურველია გაიცეს ყოველწლიური ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით ოთხ ბავშვზე და ყოველ მომდევნო ბავშვზე 50 (ორმოცდაათი) ლარი. მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაითვალისწინა აღნიშნული ინიციატივები და ინიციირებულ პროექტში წარმოდგენილია საკრებულოს წევრისა და ფრაქციის წინადადებები. საკრებულოს თვამჯდომარის მოადგილე ნ. პაპიაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივები წაახალისებს და გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას.
ასევე, პროექტით წარმოდგენილია სოციალური ხარჯებისა და სუბსიდიის 91 000 (ოთხმოცდათერთმეტი ათასი) ლარით შემცირება, რომელიც გადატანილია მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელმა ზ. ჯავახიშვილმა ინიციირებული პროექტი გააცნო საკრებულოს წევრებს და საკითხის უკეთ წარსადგენად სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მან აღნიშნა,
რომ ბოლო წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინტენსიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა. ხდება არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - გაუმჯობესება და ახლის შენება. მაგალითად 2014 წელში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 3854,0 ლარი, 2015 წელი 3684,1 ლარი, ხოლო 2016 წელში გათვალისწინებულია 3448, 991 ლარის სამუშაოები. სოლიდური სამუშაოები გაწეულია და დაგეგმილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ზრდის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ფუნქციასა და პასუხისმგებლობას, რის გამოც მუნიციპალიტეტის გამგეობას მიზანშეწონიოლად მიაჩნია, რომ აღნიშნულ სამსახურში შეიქმნას სტრუქტურული ქვეგანყოფილება ინფარსტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების სახით, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და მოვლა-შენახვაზე.
მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე გამგეობას მიზანშეწონილად მიაჩნია სამსახურში შემცირდეს ერთი საშტატო ერთეული, რაც ამ სამსახურს მუშაობაში არ შეუქმნის სირთულეებს.
ამრიგად ახალი განყოფილების ჩამოყალიბების შემთხვევაში გამგეობის საშტატო რიცხვიანობა გაიზრდება ერთი საშტატო ერთეულით. რაც მოხდება დამტკიცებული საშტატო რიცხვიანობის ზრდის გარეშე დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში, რადგანაც გამგეობაში მიმდინარე წელს დამტკიცებული ორი საშტატო ერთეული ვაკანტურია.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.
1 ივლისის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, მან აღნიშნა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა რიგი ცვლილებები, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობის მდგომარეობის აქტების (პირის გარდაცვალების და დაბადების) ბაზის სრულყოფა. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით გამგეობას დაევალა რიგი ღონისძიებების გატარება და სამართლებრივი აქტების გამოცემა, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გამგეობის დებულებაში უნდა განხორციელდეს სათანადო ცვლილებები, რისთვისაც საჭირო გახდა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობა.
სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელმა ზვიად ჯავახიშვილმა სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსს გ.გონაშვილს.
მან აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მიზნით შექმნას - პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) დამდგენი კომისია, რომელიც გასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის დამადასტურებელ ცნობას, რომლის საფუძველზეც პირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა.
ამავე დროს, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირებს დაეკისრათ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების, თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირის დაბადების შესახებ შეტყობინებისა და გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენის, ასევე პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნა.
აქედან გამომდინარე, გამგებლის წარმომადგენლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების დაკისრებისთვის უნდა იქნეს შეტანილი გამგეობის დებულებაში ცვლილება, კერძოდ დებულების მე-14 მუხლში.
ასევე, განხორციელდა ცვლილება დებულების მე-7 მუხლში და დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. გამგებლის პირველი მოადგილის არ ყოფნის შემთხვევაში ან თუ გამგებლის პირველ მოადგილეს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) გამგებლის დავალებით პირველი მოადგილის მოვალეობას ასრულებს გამგებლის მოადგილე ან ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი“.
მე-9 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არ ყოფნის შემთხვევაში ან თუ გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) გამგებლის დავალებით გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს გამგეობის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან გამგეობის მოხელე“
შეკითხვები დასვა ლ. იაკობიშვილმა. მან განმარტება სთხოვა მომხსენებელს ,,პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) დამდგენი კომისიის“ თაობაზე, რამდენი წევრისაგან შედგება აღნიშნული კომისია და რა ვადაში უნდა განიხილოს დაინტერესებული პირის განცხადება.
გიორგი გონაშვილმა განმარტა რომ ,,პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება კომისიის საქმიანობის საფუძვლები, კომისიის შემადგენლობა, კომისიის უფლებამოსილება და მის მიერ საკითხის განხილვის წესი. გამგებლის ბრძანებით შექმნილი ,,პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) დამდგენი კომისია“ განისაზღვრება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირი ან სხვა მოხელე, ხოლო 2 - საკრებულოს წევრი.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
29 ივლისის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზ. ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, საკრებულოს წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს წევრებმა ლ. ბაღაშვილმა და ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მოაწილეობა არ მიიღეს. საკრებულოს დანარჩენმა წევრებმა მხარი დაუჭირეს დღის წესრიგს.
დღის წესრიგი: 1„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”,,ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე პირველი საჯარო სკოლის ჩრდილოეთით მდებარე უსახელო პარკისთვის „თამარ მეფის“ სახელის მინიჭების შესახებ. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის დამდგენი კომისიის შექმნის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის #4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ გააცნო ინიციირებული პროექტი და სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ბ. ქადაგიძეს. მან აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის გადასახდელების ნაწილში წარმოდგენილია შემდეგი ცვლილება:
მუნიციპალიტეტის გამგეობა: არაფინანსური აქტივის მუხლი გაიზარდა, სხვა არამატერილური მარაგებიდან სერიალი ,,არის ასეთი ქვეყანა მას საქართველო ჰქვია“ 2,0 ათასი ლარით. არაფინანსური აქტივების არასაცხოვრებელ შენობებს დაემატა 1,5 ათასი ლარი, გარე განათების: არაფინანსური აქტივის შემცირება 4,8 ათასი ლარით, კეთილმოწყობის ღონისძიებების: არაფინანსური აქტივების შემცირება 9,3 ათ. ლარით, წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის: არაფინანსური აქტივის შემცირება 6,6 ათ. ლარით, სპორტული მოედნების: არაფინანსური აქტივის გაზრდა 4,2 ათ. ლარით. სკოლამდელი აღზრდა: არაფინანსური აქტივების გაზრდა 13,3 ათ ლარით. საგზაო ინფრასტრუქტურის: არაფინანსურ აქტივების გაზრდა 5,1ათ. ლარით. საკრებულოს: საოფისე ტექნიკის შეძენა გაიზარდა 2,0 ათ. ლარით. სასამართლოს სააღსრულებო ხარჯები გაიზარდა 2,0 ათ. ლარით.
ლ. ბაღაშვილმა ითხოვა სიტყვა და შეკითხვა დასვა, თუ წინასაარჩევნოდ რამდენადაა კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი აღნიშნული ცვლილება.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა განუმარტა, რომ როდესაც თითოეული სოფლის მიხედვით უკვე წარმოდგენილია სამუშაოს პროექტები და კონკრეტულად ცნობილია მათი ღირებულებები, დგება საჭიროება რომ ზოგიერთ სოფელისთვის დაემატოს თანხა, ზოგიერთს კი - მოაკლდეს. ეს ყოველივე არ იწვევს საერთო თანხის ცვლილებას.
ხოლო გ. გონაშვილმა განმარტა, რომ სოფლის დახმარების პროექტის პარგლებში არ არის წარმოდგენილი ახალი პროექტი, ანუ არ არის ისეთი პროექტი, რომლის დაფინანსებაც არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში საარჩევნო პერიოდის დადგომამდე. არსებული პროექტების დაფინანსება კი არ იწვევს ადგილობრივ ბოიუჯეტში თანხის გაზრდას ან შემცირებას.
საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა, კენჭი უყარეს მუხლობრივად.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტის დამტკიცებას, ხოლო საკრებულოს წევრებმა ლ. ბაღაშვილმა და ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ წარუდინა ინიციირებული პროექტი და სიტყვა გადასცა დ. ხუნაშვილს. მან განმარტა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებით დამტკიცებულ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის“ მე-10 მუხლის მე-14 პუნქტში (მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი:) დაემატოს „ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან სარეიტინგო ქულის შესახებ“ , რადგან ზემოთ ხსენებული პროგრამის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად სოციალური დახმარება მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დედოფლისწყაროში ამოქმედდა მიზნობრივი პროგრამა ,,მობილური-ამბულატორიული კლინიკა დედოფლისწყაროში“, რომლის მხარდამჭერებიც არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და იაპონიის საელჩო საქართველოში. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიწოდებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში.
ვინაიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის საკრებულოს №04 დადგენილების დანართი 2-ში (,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა“ ) III თავის „ქ“ პუნქტად ნაჩვენებია ,,სუბსიდია“, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრება 26 000 ლარით და არ არის მითითებული მისი სრული დასახელება და ხარჯვის მიზნობრიობა, ამიტომ შეიქმნა იმის საჭიროება, რომ ზუსტად განისაზღვროს და შეიერჩეს მოქალაქეთა ის კონტინგენტი, რომელსაც მოემსახურება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ის ფენა, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით მომსახურებას გაუწევს ხსენებული საზოგადოება მასსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სიტყვა თხოვა საკრებულოს წევრმა ა. ნატროშვილმა:
- „ამ მრავალშვილანი ოჯახებიდან 4 მაინც უნდა იყოს არასრულწლოვანი?“ - რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
საკრებულოს წევრმა ლ. ბაღაშვილმა კი აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა ოთხ არასრულწლოვანთა რაოდენობა 3-მდე შემცირდეს, რადგან ბიუჯეტში არის ამის შესაძლებლობა და პროექტის ავტორს შეკითხვა დაუსვა: არსებობს თუ არა სტატისტიკა მსგავსი კატეგორიების ოჯახები რამდენია ჩვენს მუნიციპალიტეტში?
საკრებულოს თავმჯდომარემ გასცა პასუხი, რომ სამომავლოდ გადაიხედება შედეგი და პროექტის ხარვეზისა და ეფექტის გათვალისწინებით მოხდება არა მარტო არასრულწლოვანთა რაოდენობის შემცირება, არამედ თუ შესაძლებლობა იქნება ერთჯერადი დახმარების ნაცვლად გაიცემა ორჯერადი. ანუ საკრებულოს წევრების მიერ საუკეთესო შემოთავაზებების გათვალისწინება აუცილებლოდ მოხდება და აისახება მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამასა და მის ბიუჯეტში.
ლ. ბაღაშვილმა ითხოვა სიტყვა და დ. ხუნაშვილს დაუსვა შეკითხვა, თუ როგორ ხდება წითელ ჯვართან ურთიერთობა , ან რა სახის კავშირი არის მასა და მუნიციპალიტეტს შორის.
დ. ხუნაშვილმა განმარტა, რომ წითელ ჯვარს (ადგილობრივ ორგანიზაციას) ჰყავს მხარდამჭერები: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, წითელი ჯვრის საზოგადოება და იაპონიის საელჩო საქართველოში. ერთობლივი დახმარებით იქმნება პირველადი დახმარების ჯანდაცვის კლინიკა, რომელიც სოფლებში ადგილზე გასვლით დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას.
ლ. ბაღაშვილი: იქნებ წარმოადგინოთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და წითელ ჯვარს შორის დადებული ხელშეკრულება.
სიტყვა გადაეცა ნ. ჯანიაშვილს.
ნ. ჯანიაშვილი: ამ ეტაპზე მხოლოდ ბიუჯეტშია თანხა განსაზღვრული და შემდგომ დაიდება ხელშეკრულება.
ლ. ბაღაშვილი: თუ არ არსებობს ხელშეკრულება, თანხა რანაირად განისაზღვრა. ხომ არ სჯობდა რაიმე სახის შეთანხმება ან მემორანდუმი გაფორმებულიყო? ან ერთობლივი დაფინანსება რამდენადაც ვიცი კანონთან შეუსაბამოა. მართლია სანდო ორგანიზაციაა, მაგრამ მაინც უმჯობესია ყოველივეს დაზუსტება.
ნ. ჯანიაშვილი: საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში არის მსგავსი პრინციპებითა და მიდგომებით შქმნილი კლინიკები და შეუსაბამობა გამორიცხულია.
შეკითხვები აღარ დასმულად და საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტის დამტკიცებას, ხოლო საკრებულოს წევრებმა ლ. ბაღაშვილმა და ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 3. „ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე პირველი საჯარო სკოლის ჩრდილოეთით მდებარე უსახელო პარკისთვის „თამარ მეფის“ სახელის მინიჭების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ზ. ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე პირველი საჯარო სკოლის ჩრდილოეთით მდებარე უსახელო პარკისთვის „თამარ მეფის“ სახელის მინიჭების შესახებ და აღნიშნა რომ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები შესრულებულია და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის დადებითი გადაწყვეტილება გააცნო.
ლ. ბაღაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელს არსებული პარკის მოვლა- პატრონობის და დაცვის გაუმჯობესებისაკენ მოუწოდა.
საკრებულოს წევრებმა ერთხმად მოიოწონეს ინიციატივა და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე პირველი საჯარო სკოლის ჩრდილოეთით მდებარე უსახელო პარკისთვის „თამარ მეფის“ სახელის მინიჭების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 4. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის დამდგენი კომისიის შექმნის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის #4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ზვიად ჯავახიშვილმა დამსწრეთ წადუდგინა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის დამდგენი კომისიის ახალი შემადგენლობა და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტის დამტკიცებას, ხოლო საკრებულოს წევრებმა ლ. ბაღაშვილმა და ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის დამდგენი კომისიის შექმნის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის #4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
სხდომის დასრულებამდე ლ. ბაღაშვილმა ითხოვა სიტყვა და აღნიშნა, რომ ვინაიდან არ ხდება მისი მიწვევა კომისიის სხსდომებზე, შესაბამისად არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში და ითხოვა, რომ ეს საკრებულოს სხდომის ოქმით ასახულიყო.
5 აგვისტოს სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა და საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოთხოვნა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, გააცნო. შემდეგ დამსწრეთ სხდომის დღის წესრიგი წარუდგინა და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი.
საკრებულოს წევრებმა ლ. ბაღაშვილმა და ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. სხდომაზე დამსწრე დანარჩენმა წევრებმა მხარი დაუჭირეს დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
4. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.09.2014 წლის #70 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - დადგენილების პროექტი.
მომხსენებელმა ზვიად ჯავახიშვილმა დამსწრეთ წარუდგინა ინიიცირებული საკითხი და განმარტებებისათვის სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ბ. ქადაგიძეს. მან დამსწრეთ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები გააცნო:
მუნიციპალიტეტის გამგეობა: არაფინანსური აქტივის შემცირება10,2 ათ. ლარი;
გარე განათების: არაფინანსური აქტივის გაზრდა 10,2 ათასი ლარით;
სპორტული დარბაზები: არაფინანსური აქტივის შემცირება 5,0 ათ. ლარით,
წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის: არაფინანსური აქტივის შემცირება 10,0 ათ. ლარით;
სკოლამდელი აღზრდა:არაფინანსური აქტივის გაზრდა 5,2ათ. ლარით;
საგზაო ინფრასტრუქტურის:არაფინანსური აქტივის გაზრდა 10 ათასი ლარით;
საკრებულოს წევრმა ლ. ბაღაშვილმა მოითხოვა სამართლებრივი აქტის განმარტებით ბარათში მითითებული არაფინანსური აქტივების 10,2 ათასი ლარით ზრდის განმარტება. რაზეც ბ. ქადაგიძემ მიუგო, რომ ეს იყო არა ზრდა, არამედ არაფინანსური აქტივების კლება 10,2 ათასი ლარით. ეს იყო შენობა-ნაგებობების რესტავრაციისათვის გათვალისწინებული თანხები და გადანაწილდა კეთილმოწყობის კუთხით.
ეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
მოისმინეს: 2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - დადგენილების პროექტი.
ზვიად ჯავახიშვილმა ინიციირებული საკითხის პროექტი დეტალურად წარუდგინა საკრებულოს წევრებს, გააცნო სამართლებრივი აქტის ახალი რედაქციით წარმოდგენილი გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება და განმარტებისათვის სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროს გ. გონაშვილს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს სპორადული რეგისტრაცია, რაც ნიშნავს არასაყოვეთაოს და დროებით ღონისძიებას. ამ ღონისძიების ფარგლებში ჩაერთვებიან სოფლები არბოშიკი და არხილოსკალო.
ამასთან გ. გონაშვილმა დასძინა, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იუსტიციის მინისტრს არაუგვიანეს 45 დღის განმავლობაში უნდა დაემტკიცებინა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის აუცილებელი დოკუმენტების ფორმები, რომელიც დამტკიცებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 ივლისის #150 ბრძანებით, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოსახლეობის, დადგენილ ვადაში და უკეთესად მომსახურეობის გაწევის მიზნით, აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭოს გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეკითხვა დასვა ნუგზარ პაპიაშვილმა: 1992-1998 წლებში მიმდინარეობდა მიწის რეგისტრაცია, მაშინდელი მფლობელი ხშირად გარდაცვლილია და ფაქტიური მფლობელი უკვე მათი ოჯახის წევრი ითვლება, როგორ მოახდენენ აღნიშნული პირები მიწის რეგისტრაციას.
გიორგი გონაშვილმა მიუგო, რომ ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი იქნება მომიჯნავე პირების დასტური, რომ აღნიშნული პირი ფლობს ამ ქონებას. აქვე აღნიშნა, რომ თუ რაიმე დოკუმენტით მტკიცდება ქონების ფლობა, მაშინ ეს ნორმა (გამგებლის წარმომადგენლის დასტური) არ უნდა იქნეს გამოყენებული.
შეკითხვა დასვა ლევან იაკობიშვილმა: 5 ჰექტრამდე მიწის მფლობელი თავისუფლდებოდა მიწის გადასახადისგან და დღეს როგორ რეგულირდება ეს საკითხი?
გიორგი გონაშვილმა შეკითხვას უპასუხა: თუ მიწა გადადის მემკვიდრეობით, მემკვიდრე არ იქნება გადამხდელი.
სხვა შეკითხვები არ დასმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილება.
მოისმინეს: 3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი. მომხსენებელმა ზვიად ჯავახიშვილმა დამსწრეთ გააცნო ინიოციირებული პროექტი და სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსს გიორგი გონაშვილს.
მან აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 07 ივნისის N21 დადგენილებით „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N26 დადგენილებაში შეტანილი იქნა ცვლილება. კონკრეტულად, გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს დაემატა ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსის საშტატო ერთეული - აღნიშნულმა კი ასახვა უნდა ჰპოვოს გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულებაში. ახალი განყოფილების შექმნა და განყოფილების უფროსის ერთი საშტატო ერთეულით გაზრდა არ გამოიწვევს დამატებით საფინანსო რესურსების ხარჯვას, რადგანაც გამგეობაში არის გამგებლის მოადგილის ორი საშტატო ერთეულის ვაკანსია. განყოფილების შექმნა და განყოფილების უფროსის საშტატო ერთეულის დამატება კი გაზრდის ამ განყოფილებაში დასაქმებულ მოხელეთა პასუხისმგებლობას, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალხარისხიანად შესრულებას და თავის მხრივ უზრუნველყობს მოსახლეობისათვის გაუმჯობესებული მომსახურეობის შეთავაზებას.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საკრებულოს დადგენილება.
მოისმინეს: 4. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.09.2014 წლის #70 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტი.
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო აღნიშნული პროექტი და დამსწრეთ აუხსნა, რომ მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას ქმნის აღმასრულებელი ორგანო, ვინაიდან მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებიდან გადავიდა აღმასრულებელ ორგანოს უფლემოსილებაში.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.09.2014 წლის #70 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საკრებულოს განკარგულება.
25 აგვისტოს სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა , დამსწრეთ სხდომის დღის წესრიგი წარუდგინა და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი.
საკრებულოს წევრებმა ლევან ბაღაშვილმა და ლევან იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. სხდომაზე დამსწრე დანარჩენმა წევრებმა მხარი დაუჭირეს დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე.
2. „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 ივნისის #14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3.მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის თაობაზე.
4.. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა ზვიად ჯავახიშვილმა დამსწრეთ წარუდგინა ინიციირებული საკითხი და განმარტებებისათვის სიტყვა გადასცა საკრებულოს სოციალურ, კულტურის, განათლების და
ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მ. ბახუტაშვილს. მან დამსწრეთ აუხსნა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ზედამხედველობის სამმართველოს სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილება არ შეესაბამება ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს. რადგან სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა ხორციელდება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №52 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის მიხედვით, აქედან გამომდინარე თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილების დანართ 1-ში საჭიროა შევიდეს ცვლილებები. კერძოდ, ამოღებული იქნას მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი. ხოლო მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუველზე“.
ნაცვლად „ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე“.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
მოისმინეს: 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე
ზვიად ჯავახიშვილმა დამსწრეთ საკითხი გააცნო და განმარტებისათვის სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ს. ჯამასპიშვილს. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის 6 თვის გეგმა ადგილობრივი შემოსავლების ნაწილში 108 % -ის გადაჭარბებით არის შესრულებული. მხოლოდ მიწაზე ქონების გადასახადია შეუსრულებელი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გადახდის ვადა არის 2016 წლის 15 ნოემბრამდე და თანხა ძირითადად ბოლო დროს შემოდის. დანარჩენ ყველა სახეობის გადასახედებში ბიუჯეტი შესრულებულია: ქონებისა და მოსაკრებლის გადასახადი გადაჭარბებითაა შესრულებული. ადგილობრივი დასუფთავების მოსაკრებელი დაგეგმილი იყო 20 000 ლარი და ამ ეტაპისათვის შემოსულია 23 000 ლარი. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, არა გვაქვს გადახარჯვა. პირიქით მისასალმებელია, რომ გვაქვს მინიმალური ეკონომია და ხარჯვა მიდის გეგმის ფარგლებში.
საკრებულოს წევრი ლევან ბაღაშვილი: - საინტერესოა რა არის მისასალმებელი?! თუ გეგმის ფარგლებში მიდის ხარჯვა, ესე იგი არ გვქონია ეკონომია. იცით ალბათ, რომ ბიუჯეტის როგორც შეუსრულებლობა, ისე გადახარჯვა არ შეიძლება.
სოსო ჯამასპიშვილი: - მინდა გითხრათ, რომ საერთო ჯამში ბიუჯეტის 6 თვის შესრულება დამაკმაყოფილებელია.
დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე“- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება.
3. „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 ივნისის #14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - განკარგულების პროექტი.
მომხსენებელმა ზვიად ჯავახიშვილმა დამსწრეთ წარუდგინა პროექტი და საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე, საკრებულოს წევრებს მისცათ საშუალება გამოეთქვათ თავიანთი აზრი.
საკრებულოს წევრმა ლევან ბაღაშვილიმა ითხოვა სიტყვა:
-სამართლებრივი აქტის საფუძველში მითითებული ნორმა (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი) არ განმარტავს იმ მიზეზს, რის გამოც ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, ამიხსნათ რამ გამოიწვია საარჩევნო პლაკატების რაოდენობის შეზღუდვა, ან მაინტერესებს შემდგომი რეგულაცია, ანუ ვინ დაითვლის პლაკატების რაოდენობას.
გოჩა სამუკაშვილი:
-საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მივიღეთ ეს რეკომენდაცია. რაც შეეხება პლაკატების დათვლას, ანუ ზოგადად დარღვევების შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრის არსებობის შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევის ოქმს.
ნუგზარ პაპიაშვილი:
-ვერ ვხვდები განკარგულების პროექტით წარმოდგენილი რაოდენობა, 3000 პლაკატი, თქვენთვის ბევრია თუ ცოტა?
ლევან ბაღაშვილი:
- ვიღაცისთვის არის ბევრი, ვიღაცისთვის - ცოტა. აქ მხოლოდ რაოდენობრივი შეზღუდვა არაა. ვინ გინახავთ პლაკატების ჭარბი რაოდენობის გაკვრით შეწუხებული?! არ არის სწორი, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვაძლევდეს რეკომენდაციას. ჩვენ ვართ თვითმმართველობა და თვითონ უნდა გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
სხვა შეკითხვები არ დასმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 17 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლევან ბაღაშვილმა და ლევან იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
გადაწყვიტეს: „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 ივნისის #14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება.
4. „მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის თაობაზე“.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 17 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. ბაღაშვილმა და ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ბაღაშვილმა ითხოვა სიტყვა. მან აღნიშნა: არასდროს არ ვარ წინააღმდეგი, ადამიანმა ვინც შრომობს მიიღოს პრემია და შესაბამისად დაფასდეს. მაგრამ როცა დაახლოებით 100 ჩატარებული კომისიის სხდომებზე მხოლოდ 4-ჯერ დამიძახეს, ამიტომ ეს პრემია დამსახურებულად გასაცემი არ არის.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება.
29 სექტემბრის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, დამსწრეთ დღის წესრიგი გააცნო და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი: 1. ნუგზარ ბურდულის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 60 ჰა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 52.09.36. 027) სტიქიის (გვალვის) შედეგად მიყენებული ზარალის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ
მოისმინეს: 1. ნუგზარ ბურდულის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 60 ჰა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 52.09.36. 027) სტიქიის (გვალვის) შედეგად მიყენებული ზარალის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ
მომხსენებელმა ზვიად ჯავახიშვილმა დამსწრეთ განუმარტა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ ზარალის დამდგენ კომისიას 2015 წლის 04 სექტემბერს მომართა მოქალაქე ნუგზარ ბურდულმა მის საკუთრებაში არსებულ 60 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ზარალის ოდენობის დასადგენად. კომისიამ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო დადგენა, თუ რამდენად დაცული იყო მზესუმზირის ნათესისათვის ტექნოლოგიურად გათვალისწინებული სამუშაოების პროცედურები, რამდენად სწორად ან აგროვადების დაცვით იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქმიანობა ნაწარმოები და რამდენად ხარისხიანი თესლი იქნა დათესილი. ამასთან კომისიის მიერ ზარალის ოდენობის დადგენის გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო აქტის შედგენა უშუალოდ მოსავლის აღების ანუ საკონტროლო ჭრის დროს, რაც არ ჩატარებულა და ნუგზარ ბურდულს უარი ეთქვა ზარალის ოდენობის დადგენაზე. ნუგზარ ბურდაულმა მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს ზემოაღნიშნული კომისიის გადაწყვეტილების გასაუქმებლად. სასამართლოს გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ნუგზარ ბურდულის სასარგებლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება დედოფლისწტაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება დატოვა განუხილველი. შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად უნდა გასცეს ნუგზარ ბურდულის სასარგებლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „ნუგზარ ბურდულის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 60 ჰა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 52.09.36. 027) სტიქიის (გვალვის) შედეგად მიყენებული ზარალის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება.
28 ოქტომბრის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზ. ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, დამსწრეთ დღის წესრიგი გააცნო და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
განსახილველი საკითხები:1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარების დაფინანსების ან თანადაფინანსებისა და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №01 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
2. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.“
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარების დაფინანსების ან თანადაფინანსებისა და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №01 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს დ. ხუნაშვილს.
მან გააცნო აღნიშნული პროექტი საკრებულოს წევრებს და განუმარტა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის № 04 დადგენილებით დამტკიცებულ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამაში განხორციელდა ცვლილება, რომელითაც შრომითი მოვალეობის შერულებისას მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანით გამოწვეულ სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების გაუქმებას გულისხმობდა. ამან გამოიწვია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №01 განკარგულებით დამტკიცებულ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარების დაფინანსების ან თანადაფინანსების და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესში ცვლილების შეტანის აუცილებლობა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მსგავსი კატეგორიის მოქალაქეებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების გაუქმება.
პროექტით ასევე წარმოდგენილია იმ მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხი, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად, მწვავე, გადაუდებელი ფორმით ხვდებიან სამედიცინო დაწესებულებებში. მათთვის შეუძლებელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების პროცენტული დაფინასების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა. ამიტომ საჭირო გახდა ცვლილების განხორციელება, რაც გულისხმობს გამგეობის მხრიდან მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული ე.წ. „საგარანტიო წერილის“ გარეშე.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარების დაფინანსების ან თანადაფინანსებისა და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 03 თებერვლის №01 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 2. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ გააცნო მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები და საკრებულოს წევრებს მისცათ დრო აზრის გამოსახატად.
საკრებულოს წევრებმა სოსო ჯამასპიშვილმა და აკაკი ნატროშვილმა წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები დაიწუნეს და აღნიშნეს, რომ მიზანშეწონილი იყო ინფრასტრუქტურული პროექტები არა მარტო ქალაქ დედოფლისწყაროში, არამედ სოფლებშიც განხორციელებულიყო.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
22 ნოემბრის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, დამსწრეთ დღის წესრიგი გააცნო და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი
1.„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ“;
3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 აპრილის №10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
სხდომის თავმჯდომარე ზ. ჯავახიშვილმა დამსწრეთ გააცნო ინიციირებული პროექტი და ე. ბაიაშვილს აღნიშნული პროექტის შესახებ დამატებით განმარტება სთხოვა.
ე. ბაიაშვილმა საკრებულოს წევრებს წარუდგინა პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება: მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსის სარგებლობისთვის - გეგმის გაზრდა 259,2 ათ. ლარით.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება:
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში: გარე განათების (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 3,8 ათ. ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 3,8 ათ. ლარით, გამგეობის (არაფინანსური აქტივის ) გაზრდა 0,2 ათ. ლარით, საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 0,8 ათ. ლარით, სპორტული მოედნების (არაფინანსური აქტივის) შემცირება 1,4 ათ. ლარით, სკოლამდელი განათლების (არაფინანსური აქტივის) შემცირება 3,1 ათ. ლარით, კეთილმოწყობის (არაფინანსური აქტივის) შემცირება 4,1 ათ. ლარით.
ა(ა)იპ ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთ დაცვის ცენტრის“ სუბსიდირების თანხის კორექტირება: კულტურის სახლები სუბსიდირების თანხის შემცირება 3,3 ათ. ლარი, ბიბლიოთეკები სუბსიდირების თანხის შემცირება 1,5 ათ. ლარით, მუზეუმები სუბსიდირების თანხის შემცირება 0,5 ათ. ლარით, ძეგლთა დაცვა სუბსიდირების თანხის შემცირება 0,3 ათ. ლარით, კულტურის ადმინისტრაციული ხარჯების სუბსიდირების თანხის გაზრდა 5,6 ათ. ლარით.
სკოლამდელი განათლება (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 15,0 ათ ლარით, გარე განათების (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 5,0 ათ. ლარით, კეთილმოწყობის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 11,8 ათ. ლარით, მუნიციპალიტეტის გამგეობის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 85,0 ათ. ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 60,9 ათ. ლარით, საკანალიზაციო სისტემის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა17,6 ათ. ლარით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 12,0 ათ. ლარით.
მუნიციპალიტეტის გამგეობა: კომუნალური ხარჯების გაზრდა წყლის ხარჯი 4,5 ათ. ლარით, ბუნებრივი აირის ხარჯის გაზრდა 2,0 ათ. ლარით, ელექტროენერგიის ხარჯის გაზრდა 12,0 ათ. ლარით. ტრანსპორტის რემონტის ხარჯის შემცირება 6,0 ათ. და სათადარიგო ნაწილების გეგმის გაზრდა 9,0 ათ. ლარით, გამათბობელი და გამაგრილებელი ტექნიკის შეძენის ხარჯის შემცირება 1,0 ათ. ლარით, არასაცხოვრებელი შენობების ( არაფინანსური აქტივის) შემცირება 4,0 ათ.ლარით და გადატანა სპორტულ ინვენტარში 4,0 ათ. ლარი. (არაფინანსური აქტივის ) მუსიკალური ინსტრუმენტები გეგმის გაზრდა 4,9 ათ. ლარით. საოფისე ავეჯის გეგმის შემცირება 0,5 ათ ლარით და გადატანა სხვა საოფისე მცირეფასიან ინვენტარში 0,5 ათ. ლარი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს : ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების გეგმის გაზრდა 2,0 ათ. ლარით. გამათბობელი და გამაგრილებელი ტექნიკის შეძენის ხარჯის შემცირება 0,5 ათ. ლარით.
სპორტული დარბაზები: არაფინანსური აქტივების გაზრდა 25,0 ათ. ლარით.
ჩატარდა ღია კენჭისყრა და მუხლობრივად უყარეს კენჭი საკითხს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ლ.იაკობიშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 18 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ“
სხდომის თავმჯდომარე ზ. ჯავახიშვილმა პროექტით წარმოდგენილი საკითხის განმარტება სთხოვა ე.ბაიაშვილს.
მან განმარტა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების 2016 წლის ცხრა თვის გეგმა შესრულებულია 148,4 %-ით, გეგმა 1917,4 ათასი ლარი, ფაქტიური 2844,6 ათასი ლარი, მათ შორის: გადასახადების გეგმა შესრულებულია 117,2 %-ით, გეგმა 1094,0 ათასი ლარი, ფაქტიური - 1282,1 ათასი ლარი, აქედან: საწარმოთა ქონების გადასახადის გეგმა შესრულებულია 257,6 %-ით, გეგმა - 120,0 ათასი ლარი, ფაქტიური - 309,1 ათასი ლარი, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადის გეგმა შესრულებულია 93,4 % ით, გეგმა იყო 687,5 ათასი ლარი, ფაქტიური 642,5 ათასი ლარი.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი გეგმური 561,0 ათასი ლარის ნაცვლად შემოსულია 1219,8 ათასი ლარი, გეგმის ზევით შემოსულია 658,8 ათასი ლარი.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ნაცვლად გეგმური 32,1 ათასი ლარისა შემოსულია 33,7 ათასი ლარი, ე.ი. 1,6 ათასი ლარით მეტი.
შემოსავალი ჯარიმებიდან და საურავებიდან გეგმიური 64,9 ათასი ლარის ნაცვლად შემოსულია 49,6 ათასი ლარი.
არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსავალმა ცხრა თვის განმავლობაში შეადგინა 63,6 ათასი ლარი.
გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერები 2016 წლის ცხრა თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხულია 2921,9 ათასი ლარი.
2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცხრა თვის გადასახდელების გეგმა შესრულებულია 95,3-ით, გეგმა 6167,5 ათასი ლარი, ფაქტიური 5877,6 ათასი ლარი, მათ შორის: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გეგმიური 1567,2 ათასი ლარიდან გახარჯულია 1350,9 ათასი ლარი, აქედან: საკრებულოს მიერ გეგმიური 456,1 ათასი ლარიდან ათვისებულია 404,7 ათასი ლარი, ხოლო გამგეობის მიერ გეგმიური 1071,1 ათასი ლარიდან გახარჯულია 946,2 ათასი ლარი.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ გეგმიური 81,6 ათასი ლარიდან ათვისებულია 68,6 ათასი ლარი.
გარეგანათების ექსპლოატაციაზე გახარჯულია 370,0 ათასი ლარი, ხოლო დასუფთავების ღონისძიებებზე 326,1 ათასი ლარი.
მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში დაფინანსებულია 907,9 ათასი ლარით, მათ შორის: კულტურის სფეროში მომსახურებაზე გახარჯულია 409,4 ათასი ლარი, სპორტულ ღონისძიებებზე 289,0 ათასი ლარი, ახალგაზრდულ საქმიანობაზე 23,8 ათასი ლარი, საგამომცემლო საქმიანობაზე 55,0 ათასი ლარი, ხოლო ხელოვნების სკოლა დაფინანსებულია 96,1 ათასი ლარით. ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა 34,6 ათასი ლარით.
სკოლამდელი განათლების ღონისძიებები გეგმიური 960,9 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 957,3 ათასი ლარით.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გეგმიური 459,6 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 456,1 ათასი ლარით, მათ შორის: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დაფინანსებული 77,6 ათასი ლარით, სათნოების სახლი 142,4 ათასი ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დაფინანსებულია 235,2 ათასი ლარით. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები დაფინანსებულია 0,9 ათასი ლარით.
სარეზერვო ფონდიდან 2016 წლის ცხრა თვეში გამოყოფილია 40,0 ათასი ლარი, რომელიც არ არის გახარჯული.
ჩატარდა ღია კენჭისყრა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ლ.იაკობიშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 18 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, რომლის მიხედვითაც მესამე კვარტლის შესრულების ანგარიში შეფასდა დამაკმაყოფილებლად.
გადაწყვიტეს: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.
მოისმინეს: 3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 აპრილის №10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
სხდომის თავმჯდომარე ზ.ჯავახიშვილმა დამსწრეთ გააცნო საკითხი და აღნიშნა, რომ წამოდგენილი ცვლილების მიზანია ამორტიზირებული და გამოუსადეგარი ქონების სარეალიზაციოდ შერჩევა შენახვის ხარჯების შემცირების მიზნით. განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა,
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ლ.იაკობიშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 18 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 აპრილის №10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტი .
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.
22 დეკემბრის სხდომა
საკრებულოს წევრებმა ლევან იაკობიშვილმა და ლევან ბაღაშვილმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სხდომის გახსნილად გამოცხადებამდე, საკრებულოს სხდომის დარბაზი დატოვეს .
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, დამსწრეთ გააცნო დღის წესრიგი და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის ასაღებად თანხმობის მიცემის შესახებ.
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრისათვის“ მუნიციპალიტეტის ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადასაცემად მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
- ქირავნობით გასაცემი ობიექტის ქირის საწყისი საფასურის ოდენობის განსაზღვრისა და
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
- ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის თაობაზე.
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარების დაფინანსების ან თანადაფინანსების და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მოისმინეს: 1. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
სხდომის თავმჯდომარე ზ. ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს მოახსენა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვადების დაცვით შემოვიდა. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ მოხდა ბიუჯეტის განხილვა და შესწავლა, რის შემდეგაც შენიშვნებით დაუბრუნდა მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუნიციპალიტეტიოს გამგეობამ მოახდინა შენიშვნების პროექტში გათვალისწინება, რის შემდეგაც ჩატარდა ბიუჯეტის საჯარო განხილვა. მან დასძინა, რომ მოსახლეობის მხრიდან წინადადებები არ შემოსულა. შემდეგ მუხლობრივად გააცნო დამსწრეთ ინიციირებული პროექტი.
საკრებულოს წევრებს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამთ. ზ. ჯავახიშვილმა საკითხს კენჭი ღიად და მუხლობრივად უყარა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ა. ნატროშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 17 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის ასაღებად თანხმობის მიცემის შესახებ“
მომხსენებელმა საკრებულოს წევრებს გააცნო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოთხოვნა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ნაგავმზიდი მანქანებისა და სანაგვე ურნების შესაძენად მუნიციპალიტეტის სახელით სესხის აღებაზე თანხმობის მიღების თაობაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 12 დეკემბრის გაცვლითი კურსით 393,18371 ლარის ოდენობით ( 143,1112 ევრო). ზ. ჯავახიშვილმა ისაუბრა იმ დადებით შედეგებზე, რაც ზემოაღნიშნული ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა გამოიწვევდა.
საკრებულოს წევრებმა მოიწონეს საკითხი და მიზანშეწონილად მიიჩნიეს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის ასაღებად გამგებლისათვის თანხმობის მიცემა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის გამგებელს ეძლევა თანხმობა ნაგავმზიდი მანქანებისა და სანაგვე ურნების შესაძენად მუნიციპალიტეტის სახელით მიიღოს სესხი ს.ს.ი.პ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2016 წლის 12 დეკემბრის საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით 393 183,71 (სამასოთხმოცდაცამეტი ათას ასოთხმოცდასამი ლარი და 71 თეთრი) ლარის ოდენობით (143,111, 2 ევრო).
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის ასაღებად თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრისათვის“ მუნიციპალიტეტის ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადასაცემად მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“
სხდომის თავმჯდომარემ წარადგინა მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ღია ცის ქვეშ კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად დასაშლელ-ასაწყობი სცენის კონსტრუქციის ( ღირებულებით 14200,28 ლარი) ააიპ „კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრისთვის“ გადასაცემად თამხმობის მიღების შესახებ. საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ქონების გადაცემა, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, რომლის მიხედვითაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ეძლევა თანხმობა, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადასცეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ღია ცის ქვეშ კულტურული ღონისძიებების ჩასატრებლად დასაშლელ-ასაწყობი სცენის კონსტრუქცია ღირებულებით 14200,28 ლარი (თოთხმეტი ათას ორასი ლარი და ოცდარვა თეთრი).
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრისათვის“ მუნიციპალიტეტის ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადასაცემად მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 4. „ქირავნობით გასაცემი ობიექტის ქირის საწყისი საფასურის ოდენობის განსაზღვრისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
ზ. ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო მუნიციპალიტეტის გამგებლის მოთხოვნა ქირავნობით გასაცემი ობიექტის ( საკადასტრო კოდი 52.08.35.035 ) 133 კვ. მ. ფართის ქირის საწყისი საფასურის ოდენობის განსაზღვრისა და ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ. შემდეგ დამსწრეთ გააცნო საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული პროექტი, რომლის მიხედვითაც ქონების ქირის საწყისი წლიური საფასური და ასევე ქირის წლიური საფასური განისაზღვრა 737 ლარის ოდენობით. (გასაქირავებელი ობიექტის საბალანსო ღირებულების (10532,0 ლარი) 7 %).
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „ქირავნობით გასაცემი ობიექტის ქირის საწყისი საფასურის ოდენობის განსაზღვრისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 5. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის თაობაზე
მომხსენებელმა დამსწრეთ წარუდგინა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული პროექტი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს ბიუროს წევრები (გარდა თავმჯდომარისა, საკრებულოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა წახალისებაზე) და აპარატის თანამშრომლები წახალისდებიან თანამდებობრივი სარგოს 90%-ით. განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 6. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
მომხსენებელმა საკრებულოს წევრებს გააცნო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამა და ბიუჯეტი. აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პროექტსა და 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამასა და ბიუჯეტს შორის ცვლილებები თითქმის არ არის.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
მოისმინეს: 7. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარების დაფინანსების ან თანადაფინანსების და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ გააცნო წარმოდგენილი პროექტი და ისაუბრა პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებზე. დასძინა, რომ მოახლეობის ნაწილს 2016 წლის მსგავსად ეძლევა შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღონ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების გარკვეული ნაწილი, რაც ცხადია გამოიწვევს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარების დაფინანსების ან თანადაფინანსების და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 8. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’“
ზ.ჯავახიშვილმა, აღნიშნა რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემოსავლების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება: რეგიონალური განვითარების ფონდი შემცირდა 420,1 ათასი ლარით
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება:
რეგიიონალური განვითარების ფონდი შეუმცირდათ: გარე განათების (არაფინანსური აქტივის) შემცირება 59,3 ათ. ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის (არაფინანსური აქტივის) შემცირება 293,0 ათ. ლარით, სპორტული მოედნების (არაფინანსური აქტივის) შემცირება 3,9 ათ. ლარით, სკოლამდელი განათლების (არაფინანსური აქტივის) შემცირება 63,9 ათ. ლარით,
მუნიციპალიტეტის გამგეობა: კომუნალური ხარჯების გაზრდა ბუნებრივი აირის ხარჯი გაიზარდა 2,4 ათ. ლარით, ელექტროენერგიის ხარჯი კი შემცირდა 2,4 ათ. ლარით. შრომის ანაზღაურების გეგმა შემცირდა 6,3 ათასი ლარით,მივლინების გეგმა ქვეყნის შიგნით გაიზარდა 2,0 ათასი ლარით და შემცირდა მივლინება ქვეყნის გარეთ 2,0 ათასი ლარით.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს: გაეზარდა შრომის ანაზღაურება 7,4 ათასი ლარით, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება შეუმცირდა 2,0 ათასი ლარით.
თავდაცვას: გაეზარდა შრომის ანაზღაურება 0,9 ათასი ლარით.
საკრებულოს წევრებს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამთ და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი ღიად და მუხლობრივად უყარა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის № 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ ზვიად ჯავახიშვილმა მადლობა მოუხადა საკრებულოს წევრებს, კომისიებს, ფრაქციებსა და აპარატს ერთობლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის და შემდეგ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.
2017 წლის სხდომები
6 იანვრის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ნ. პაპიაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, საკრებულოს წევრებს გააცნო დღის წესრიგი და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ჩვიდმეტმა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს. (სხდომაზე დაგვიანების გამო კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო ა. ნატროშვილმა)
დღის წესრიგი
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
- №25 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ბიუროსთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის გადასაცემად მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის ასაღებად თანხმობის მიცემის შესახებ
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელმა საკრებულოს წევრებს გააცნო მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ინიციირებული პროექტი და მისი სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროს ე. ბაიაშვილს.
მან მუხლობრივად განმარტა პროექტით წარმოდგენილი 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებები:
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში: გარე განათების (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 26,4 ათ. ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 8,9 ათ. ლარით, გამგეობის (არაფინანსური აქტივის ) გაზრდა 2,4 ათ. ლარით, საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 7,1 ათ. ლარით, კეთილმოწყობის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 9,4 ათ. ლარით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 6,6 ათ. ლარით.
მუნიციპალიტეტის გამგეობა: არასაცხოვრებელი შენობების ( არაფინანსური აქტივის) გაზრდა 176,4 ათ.ლარით და კამერების (არაფინანსური აქტივის ) გაზრდა 77,0 ათ. ლარით.
სპორტული დარბაზების(მოედნების) (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 5,0 ათ ლარით, გარე განათების (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 7,1 ათ. ლარით, კეთილმოწყობის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 12,5 ათ. ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 12,0 ათ. ლარით, საკანალიზაციო სისტემის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 12,0 ათ. ლარით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 8,5 ათ. ლარით.
საკრებულოს წევრებს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამთ და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს მუხლობრივად უყარა კენჭი.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ა. ნატროშვილმა და ლ. იაკობიშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე დანარჩენმა 16 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი პროექტის წარმოდგენილი სახით დამტკიცებას.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 2. „№25 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ბიუროსთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის გადასაცემად მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“
სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გააცნო აღნიშნული პროექტი და სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროს გ. გონაშვილს. მან განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანხმობის მისაღებად მომართა საკრებულოს, რათა №25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ამომრჩევლებთან ადგილზე შეხვედრებისა და მათი პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით, მის ბიუროს უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით), პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით გადაეცეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი „VOLKSVAGEN PASSAT“ . (გამოშვების წელი 2012, სახ. ნომერი XS 004 PH ნარჩენი ღირებულება 32 788,80 (ოცდათორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდარვა ლარი და 80 თეთრი).
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრებს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამთ და მიზანშეწონილად მიიჩნიეს საქართველოს პარლამენტის წევრის, #25 სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შიოლაშვილის ბიუროს შეუფერხებელი მუშაობისთვის ავტომანქანის გადაცემა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ლევან იაკობიშვილმა;
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე დანარჩენმა 17 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „№25 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ბიუროსთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის გადასაცემად მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის ასაღებად თანხმობის მიცემის შესახებ“
ნ. პაპიაშვილმა დამსწრეთ გააცნო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოთხოვნა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 428643 ლარის სესხის ასაღებად (2 ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანისა და 100 ცალი ნარჩენების კონტეინერის შესაძენად) თანხმობის მიცემის შესახებ.
მან დამსწრეთ აუხსნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოს მიერ 22.12.2016 წლის # 28 განკარგულებით მიეცა თანხმობა, რომ ნაგავმზიდი მანქანებისა და სანაგვე ურნების შესაძენად მუნიციპალიტეტის სახელით მიეღო სესხი ს.ს.ი.პ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2016 წლის 12 დეკემბრის საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით 393 183,71 (სამასოთხმოცდაცამეტი ათას ასოთხმოცდასამი ლარი და 71 თეთრი) ლარის ოდენობით (143 111, 2 ევრო), თუმცა დღეის მდგომარეობით, ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, დგება საჭიროება თანხის ოდენობის (ეროვნული ვალუტის) გაზრდისა. შესაბამისად გამგებელი ითხოვს თანხმობას ს.ს.ი.პ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტის სახელით მიიღოს შეღავათიანი სესხი დამატებული საპროცენტო ხარჯებით 428 643 (ოთხას ოცდარვა ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი. 2 (ორი) ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანისა და 100 (ასი) ცალი ნარჩენების კონტეინერის შესაძენად).
შემდეგ მომხსენებელმა სხდომის წევრებს გააცნო აღნიშნული პროექტი და ვინაიდან საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს დამატებული საპროცენტო ხარჯებით სესხის ასაღებად გამგებლისათვის თანხმობის მიცემა, პროექტის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის ასაღებად თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.
31 იანვრის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, საკრებულოს წევრებს გააცნო დღის წესრიგი და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სხდომის თავმჯდომარე ნ. პაპიაშვილმა დამსწრეთ გააცნო ინიციირებული საკითხის პროექტი და სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს ე. ბაიაშვილს. მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკრებულოდან შემოსულია „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის #30 დადგენილებაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 5.01.2017 წლის # 239 სამართლებრივი დასკვნა. დასკვნის მიხედვით ზემოთაღნიშნული დადგენილება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ადგილი აქვს სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამობას. შესაბამისად დადგენილება, (დასკვნის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ექვემდებარება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
შემდეგ ე. ბაიაშვილმა დამსწრეთ დეტალურად გააცნო სამართლებრივ დასკვნაში წარმოდგენილი ნორმატიული აქტის სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამობები და ინიციირებული საკითხის პროექტი. მან დასძინა, რომ გამგეობის მიერ ინიციირებულ საკითხში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 5.01.2017 წლის # 239 სამართლებრივი დასკვნით მოცემული ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია არის გათვალისწინებული.
განსხავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ოცივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი პროექტის წარმოდგენილი სახით დამტკიცებას.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22
დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
სხდომის თავმჯდომარე ნ. პაპიაშვილმა საკრებულოს წევრებს მოახსენა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსულია 13.01.2017 წლის # 985 სამართლებრივი დასკვნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის # 31 დადგენილებაზე (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ). დასკვნაში მითითებულია, რომ ზემოთაღნიშნულ დადგენილებაში ადგილი აქვს ხარვეზებს შინაარსობრივი და სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით. ამასთან სამართლებრივი აქტი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მასში მოცემული დათქმები არ არის შესაბამისობაში „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებასთან.
აღნიშნული დადგენილება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ექვემდებარება ( სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში) კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
ნ. პაპიაშვილმა მეტი განმარტებებისათვის სიტყვა გადასცა დ. ხუნაშვილს. რომელმაც დეტალურად გააცნო სამართლებრივ დასკვნაში წარმოდგენილი ნორმატიული აქტის სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამობები და ინიციირებული საკითხის პროექტი. მან აღნიშნა, რომ გამგეობის მიერ ინიციირებულ საკითხში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 13.01.2017 წლის # 985 სამართლებრივი დასკვნით მოცემული ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია არის გათვალისწინებული.
განსხავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ოცივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი პროექტის წარმოდგენილი სახით დამტკიცებას.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2017 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის
ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.
1 მარტის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა და დამსწრეთ გააცნო მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე. შემდეგ წარუდგინათ დღის წესრიგი და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო ინიციირებული პროექტი და განმარტებისათვის სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს ე. ბაიაშვილს. მან დამსწრეთ დეტალურად გააცნო პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები:
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება:
მუნიციპალიტეტის საკრებულო: საქონელი და მომსახურების მუხლიდან განხორციელდა 39,0 ათ. ლარით შემცირება (კერძოდ: კომპიუტერული ტექნიკა 0,5 ათ.ლარი, მივლინება ქვეყნის შიგნით 2,0 ათ.ლარი, მივლინება ქვეყნის გარეთ 1,0 ათ.ლარი, ნორმატიული აქტები 6,0 ათ.ლარი, კარტრიჯების შეძენა 2,0 ათ.ლარი, კავშირგაბმულობა 4,0 ათ.ლარი, საკანცელარიო საქონლის შეძენა 1,5 ათ.ლარი, სხვა მცირეფასიანი ინვენტარის შეძენა 1,0 ათ.ლარი, საოფისე ინვენტარი 4,0 ათ.ლარი, საფოსტო მომსახურება 0,5 ათ.ლარი, სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 4,5 ათ.ლარი, ტრანსპორტის მ/რემონტის ხარჯი 1,5 ათ.ლარი, სათადარიგო ნაწილების შეძენა 1,0 ათ.ლარი, საწვავის შეძენის ხარჯი 8,0 ათ.ლარი, სასამართლო აღსრელების 1,5 ათ.ლარი.)
მუნიციპალიტეტის გამგეობა: საქონელი და მომსახურების მუხლიდან განხორციელდა 57,0 ათ. ლარით შემცირება (კერძოდ: შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება 10,0 ათ.ლარი, მივლინება ქვეყნის შიგნით 1,0 ათ.ლარი, მივლინება ქვეყნის გარეთ 3,0 ათ.ლარი, ნორმატიული აქტები 2,0 ათ.ლარი, კარტრიჯების შეძენა 2,0 ათ.ლარი, კავშირგაბმულობა 6,0 ათ.ლარი, საკანცელარიო საქონლის შეძენა 3,0 ათ.ლარი, გამათბობელ/ გამაგრილებელი ტექნიკის შეძენა 2,5 ათ.ლარი, სხვა მცირეფასიანინ საოფისე ინვენტარი 1,5 ათ.ლარი, საფოსტო მომსახურება 0,5 ათ.ლარი, სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 4,0 ათ.ლარი, სხვა მცირეფასიანი საოფისე ტექნიკა 1,0 ათ.ლარი, ტრანსპორტის დაქირავების ხარჯი 3,5 ათ.ლარი, საწვავის შეძენის ხარჯი 2,0 ათ.ლარი, აუდიტის მომსახურება 3,0 ათ.ლარი, წარმომადგენლობითი ხარჯი 3,0 ათ. ლარი, ავეჯის შეძენა 8,0 ათ.ლარი, გაყვანილობების მ/შეკეთების 1,0 ათ.ლარი.)
სარეზერვო ფონდი: საქონელი და მომსახურების მუხლიდან 50,0 ათ.ლარი გადატანილია სხვადასხვა კაპიტალურ ხარჯებში.
ჰერალდიკა: საქონელი და მომსახურების მუხლიდან განხორციელდა 2,0 ათ. ლარით შემცირება.
სკოლამდელი განათლება: სუბსიდირების შემცირება 40,0 ათ. ლარით.
კულტურული ღონისძიებები: სუბსიდირების შენცირება10,0 ათ. ლარით.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა: საქონელი და მომსახურების მუხლიდან განხორციელდა 7,5,0 ათ. ლარით შემცირება (კერძოდ: ტრანსპორტის დაქირავების ხარჯი 1,6ათ.ლარი, კავშირგაბმულობა 1,0 ათ.ლარი, სათადარიგო ნაწილების შეძენა 0,5 ათ.ლარი, საწვავის შეძენის ხარჯი 1,5 ათ.ლარი, ბუნებრივი აირი 1,5 ათ. ლარი, საფოსტო მომსახურება 0,4 ათ.ლარი, კარტრიჯების შეძენა 0,5 ათ.ლარი, სხვა საოფისე მცირეფასიანი ინვენტარის შეძენის 0,5 ათ.ლარი)“
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი მუხლობრივად უყარა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ჩვიდმეტმა წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო აკაკი ნატროშვილი წავიდა წინააღმდეგი.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
27 მარტის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა და დამსწრეთ გააცნო მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე. შემდეგ წარუდგინათ დღის წესრიგი და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი
- .„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
2.„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანების შ.პ.ს.-თვის „სერვისი 2007“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით)გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
3.„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ.52.10.31.097) ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის უსასყიდლო სარგებლობაში აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
სხდომის თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო ინიციირებული პროექტი და განმარტებისათვის სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს ე. ბაიაშვილს. მან დამსწრეთ დეტალურად გააცნო პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები:
შემოსავლების ნაწილი გაიზარდა 1773,3 ლარით, ფინანსური აქტივების კლების მუხლი გაიზარდა 238,6 ათასი ლარით,
გადასახდელების ნაწილი გაიზარდა 2011,9 ათასი ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის (არაფინანსური აქტივები) მუხლი 1373,8 ათასი ლარით, სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემები (არაფინანსური აქტივები) მუხლი გაიზარდა 240,7 ათასი ლარით, წყლის სისტემა რეაბილიტაცია (არაფინანსური აქტივები) 203,6 ათასი ლარით, გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია 135,2 ათასი ლარით, კეთილმოწყობის ღონისძიებები (არაფინანსური აქტივები) 55,8 ათასი ლარით, გამგეობა (არაფინანსური აქტივები) 2,8 ათასი ლარით.
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი მუხლობრივად უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 18 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანების შ.პ.ს.-თვის „სერვისი 2007“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
მომხსენებელმა ზ. ჯავახიშვილმა, აღნიშნა რომ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შემოსულია 2017 წლის 22 მარტის №505 წერილი, რომლითაც ითხოვენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 2 (ორი) ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანის (MERSEDES-BENZ სახელმწიფო ნომერი CZ691ZC ღირებულებით 24 9971 (ორას ორმოცდაცხრა ათას ცხრაას სამოცდათერთმეტი) ლარი და MERSEDES-BENZ სახელმწიფო ნომრით CZ692ZC ღირებულებით 192146 (ას ოთხმოცდათერთმეტი ათას ას ორმოცდაექვსი) ლარი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) შპს „სერვისი 2007-სთვის“ გადასაცემად თანხმობის მიღებას.
ზ. ჯავახიშვილმა დამსწრეთ ასევე წარუდგინა საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ მომზადებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ქონების გადაცემაზე იღებს თანხმობას.
საკრებულოს წევრებს არ გამოუთქვამთ განსხვავებული აზრი.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანების შ.პ.ს.-თვის „სერვისი 2007“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ.52.10.31.097) ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის უსასყიდლო სარგებლობაში აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
მომხსენებელმა ზვიად ჯავახიშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შემოსული 2017 წლის 22 მარტის №497 წერილი, რომლითაც ითხოვენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ. 52.10.31.097) ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის უსასყიდლო სარგებლობაში აღნაგობის ფორმით 30 წლის ვადით გადაცემაზე თანხმობის მიცემას.
ზ. ჯავახიშვილმა დამსწრეთ ასევე წარუდგინა საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ მომზადებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ქონების გადაცემაზე იღებს თანხმობას. საკრებულოს წევრებს არ გამოუთქვამთ განსხვავებული აზრი
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ.52.10.31.097) ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის უსასყიდლო სარგებლობაში აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.
5 აპრილის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა საკრებულოს სხდომა გახსნილად გამოაცხადა, დამსწრეთ გააცნო საკუთარი ინიციატივა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, წარუდგინა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 24 წევრმა დაუჭირა მხარი დღის წესრიგს, ხოლო ლევან ბაღაშვილმა და ლევან იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
დღის წესრიგი
1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ჯავახიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე“
2. „დედოფლიაწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ“
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ჯავახიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე“
სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გააცნო საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ჯავახიშვილის 03.04.2017 წლის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ და წარუდგინა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი. მან აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 106-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ კენჭისყრის გარეშე ცნობად უნდა მიიღოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის ზვიად ჯავახიშვილის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
შეკითხვები არ დასმულა და განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: ცნობად იქნას მიღებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ჯავახიშვილის თანამდებობიდან გადადგომა.
მოისმინეს: 2. დედოფლიაწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ
ნ. პაპიაშვილმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულია საკრებულოს თავმჯდომრის არჩევა. შესაბამისად მან საკრებულოს წევრებს მისცათ დრო საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასასახელებლად.
სიტყვა ითხოვა დ. ალუღიშვილმა. მან თავისი და საკრებულოს ფაქციის „ქართული ოცნების“ წევრების: გივი გიგაურის, გია გოგილაშვილის, დავით ხუმარაშვილის, ქეთევან დოლიძისა და გია ფუტკარაძის სახელით საკრებულოს თავმჯდომარედ დაასახელა ნუგზარ პაპიაშვილის კანდიდატურა. მან აღნიშნა, რომ ნუგზარ პაპიაშვილის კანდიდატურას ასახელებდნენ მისი ცოდნის, პროფესიონალზმისა და ორგანიზებული მართვის უნარის გამო. შემდეგი სიტყვა ითხოვა ნიკოლოზ ხუციშვილმა. მანაც ნუგზარ პაპიაშვილის კანდიდატურა დაასახელა და წარმატებებიც უსურვა.
ასევე სიტყვა ითხოვა ბესიკ ქავთარაძემ. მანაც ნუგზარ პაპიაშვილის კანდიდატურა დაასახელა და დაამატა, რომ ნუგზარ პაპიაშვილის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება და ცოდნა იქნება წარმატების საწინდარი.
საკრებულოს თავმჯდომარედ სხვა კანდიდატურა არ დასახელებულა.
ნუგზარ პაპიაშვილმა განაცხადა თანხმობა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ეყარა კენჭი. შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ გამოაცხადა შესვენება, რათა იურიდიულ საკითხთა კომისიას მოემზადებინა ბიულეტენები და ჩაეტარებინა კენჭისყრა.
ჩატარდა ფარული კენჭისყრა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ლ. იაკობიშვილმა და ლ. ბაღაშვილმა. მათ კენჭისყრის დაწყებამდე სხდომათა დარბაზი დატოვეს.
იურიდიულ საკითხთა კომისიამ კენჭისყრის დასრულების და ხმის დათვლის შემდეგ შეადგინა ოქმი.
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, ხოლო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სამუკაშვილმა დამსწრეთ კენჭისყრის შედეგები გააცნო: კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 24 წევრმა და 24 ხმით არჩეულ იქნა ნუგზარ პაპიაშვილი.
საკრებულოს წევრებმა პაპიაშვილს მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა და წარმატებები უსურვეს.
11 აპრილის სხდომა
საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, დამსწრეთ სხდომის დღის წესრიგი გააცნო და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „რესპუბლიკელები“ გაუქმების ცნობად მიღების შესახებ.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-ძლიერი მუნიციპალიტეტი“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ.
3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
4. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის მეთოდური რეკომენდაციებისა და კითხვარის ფორმის დამტკიცების თაობაზე.
6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
7. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
8. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის თაობაზე.
9. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ.
მოისმინეს: 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „რესპუბლიკელები“ გაუქმების ცნობად მიღების შესახებ
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა დამსწრეთ გააცნო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს მიერ ცნობად უნდა იქნეს მიღებული ფრაქცია „რესპუბლიკელების“ გაუქმება. შემდეგ სიტყვა გადასცა აკაკი ნატროშვილს.
ა. ნატროშვილი: „მოგახსენებთ, რომ 2017 წლის მარტის ბოლოს დავტოვე რესპუბლიკური პარტიის რიგები, ასევე ერთი წლით ადრე პარტია „რესპუბლიკელებიდან“ გამოვიდნენ ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრები ლ. ნატროშვილი და ა. ბენაშვილი. 2017 წლის 04 აპრილს ფრაქცია დავტოვეთ ყველა წევრმა. ფრაქციიდან წევრთა გასვლამ გამოიწვია ფარქციის გაუქმება, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებისათვის ეცნობა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. შემდეგ საკრებულოს წევრებმა მე აკაკი ნატრშვილმა, ლია ნატროშვილმა და ალექსანდრე ბენაშვილმა ჩამოვაყალიბეთ ახალი ფრაქცია სახელწოდებით „ქართული ოცნება-ძლიერი მუნიციპალიტეტი“. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ფრაქცია ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტს განვითარებას და კეთილდღეობას“.
სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა საკრებულოს წევრს ლ. ნატროშვილს.
ლ.ნატროშვილი : „პარტიის დატოვების მიზეზს შეგნებულად არ ვასახელებ. მე ჩემი ფრაქციის წევრების აზრს ვიზიარებ. ნამდვილად, ძლიერი მუნიციპალიტეტი ყველას გაგვიხარდება“.
დედოფლისწყაროს მუნიციპალლიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „რესპუბლიკელები“ გაუქმება.
გადაწყვიტეს: ცნობად იქნეს მიღებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „რესპუბლიკელები“ გაუქმება.
მოისმინეს: 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-ძლიერი მუნიციპალიტეტი“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ
ნ. პაპიაშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქციის დაფუძნება შესაბამისობაშია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან. შემდეგ დამსწრეთ გააცნო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიხედვითაც ცნობად უნდა იქნეს მიღებული ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი მუნიციპალიტეტის“ დაფუძნება; საკრებულოს წევრების მხრიდან შეკითხვები არ დასმულა.
საკრებულომ ცნობად მიიღო „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-ძლიერი მუნიციპალიტეტი“ დაფუძნება
გადაწყვიტეს: ცნობად იქნეს მიღებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-ძლიერი მუნიციპალიტეტი“ დაფუძნება .
მოისმინეს: 3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საკრებულოს თავმჯდომარე ნ.პაპიაშვილმა დამსწრეთ წარუდგინა ინიციირებული პროექტი და განმარტებისათვის სიტყვა გადასცა ელენე ბაიაშვილს. მან აღნიშნა, რომ პროექტის თანახმად დაიგეგმა:
წყლის სისტემის რეაბილიტაციის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 25,3 ათ. ლარით.
გარე განათების სისტემის რეაბილიტაციის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 24,0 ათ. ლარით.
კეთილმოწყობის ღონისძიებების (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 34,2 ათ. ლარით.
გამგეობის (არაფინანსური აქტივის) გაზრდა 45,6 ათ. ლარით. სხვა საქონელი და მომსახურების გეგმის გაზრდა 12,5 ათ. ლარით, ნორმატიული აქტების გაზრდა 4,9 ათ. ლარით, კომუნალური ხარჯების გაზრდა (მ.შ. ბუნებრივი აირი ხარჯი 7,0 ათ.ლარით, ელეტრო ენერგიის ხარჯის 7,0 ათ. ლარით, წყლის ხარჯის გაზრდა 2,0 ათ. ლარით).
საკრებულოს კომუნალური ხარჯების გაზრდა (მ.შ. ბუნებრივი აირი ხარჯი 2,0 ათ.ლარით, ელეტრო ენერგიის ხარჯის 1,0 ათ. ლარით, წყლის ხარჯის გაზრდა).
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა კომუნალური ხარჯების გაზრდა (მ.შ. ბუნებრივი აირი ხარჯი 1,0 ათ.ლარით).
სკოლამდელი განათლება: სუბსიდიის ხარჯების შემცირება 1,2 ათ. ლარით და არაფინანსური აქტივის გაზრდა 1,2 ათ. ლარით.
სულ ჯამში: ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი გაიზარდა 167,7 ათ. ლარით თავისუფალი ნაშთის ხარჯზე და სუბსიდირების ხარჯი შემცირდა 1,2 ათ. ლარით.
საკრებულოს წევრებს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამთ და სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
კენჭი უყარეს მუხლობრივად.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 4. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საკრებულოს თავმჯდომარე პაპიაშვილმა სიტყვა გადასცა დოდო ხუნაშვილს.
მან აღნიშნა, რომ ცვლილება გამოიწვევს იმ მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური ფონის გაუმჯობესებას, რომელშიც ასევე იზრდებიან ერთ-ერთი მშობლის გერი შვილები. ხოლო დანარჩენი ცვლილება გამოიწვევს ამ პროგრამის განხორციელების მექანიზმის ხელშეწყობას . კონკრეტულად, ცვლილება შეეხო იმ მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს და იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის სადაც გერი შვილი ან შვილები იზრდებიან და ოჯახიდან ერთ-ერთი ბიოლოგიური მშობელია, ეს ბავშვიც ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით.
ასევე მოქალაქეზე გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის გამგეობის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვა მოხდება, გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, ფაქტობრივად ჩატარებული მკურნალობის ან კვლევის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ან პაციენტის (მოსარგებლის) შესაბამისი მომართვის, ანგარიშ-ფაქტურის ან კალკულაციის და ავადმყოფის ისტორიიდან ამონაწერის (ფ № - 100/ა) ან სამედიცინო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, იმ სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სადაც მოქალაქეს გაეწია შესაბამისი მომსახურება.
საკრებულოს წევრებს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამთ და სხდომის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის მეთოდური რეკომენდაციებისა და კითხვარის ფორმის დამტკიცების თაობაზე
პროექტის გაცნობის შემდეგ, სიტყვა ითხოვა მუნიციპალიტეტის გამგებელმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 სექტემბრის #473 დადგენილებით დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული აქტით დადგენილი მოთხოვნების განახორციელებლად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის მეთოდური რეკომენდაციებისა და კითხვარის ფორმა, რის შესაბამისადაც მოხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების გაკონტროლება.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის მეთოდური რეკომენდაციებისა და კითხვარის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ წარუდგინა საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. შემდეგ დასძინა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობის მეორე სართულზე შესაბამისად გამონთავისუფლდება ერთი ოთახი (რომელიც ამჟამად დაკავებული აქვს ზემოაღნიშნული ორგანიზაციას) , სადაც განთავსდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი კომისია.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 7. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ
სხდომის თავმჯდომარე ნ. პაპიაშვილმა დამსწრეთათვის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიშის გაცნობა სთხოვა ს. ჯამასპიშვილს. მან დამსწრეთ უახსნა, რომ:
„ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების 2016 წლის 12 თვის გეგმა შესრულებულია 155,0 %-ით, გეგმა 3172,7 ათასი ლარი, ფაქტიური 4917,3 ათასი ლარი, მათ შორის: გადასახადების გეგმა შესრულებულია 167,3 %-ით, გეგმა 1904,1 ათასი ლარი, ფაქტიური 3185,5 ათასი ლარი, აქედან: საწარმოთა ქონების გადასახადის გეგმა შესრულებულია 262,3 %-ით, გეგმა - 120,0 ათასი ლარი, ფაქტიური - 314,8 ათასი ლარი, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადის გეგმა შესრულებულია175,7 % ით, გეგმა იყო 1412,1 ათასი ლარი, ფაქტიური 2481,9 ათასი ლარი. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი გეგმური 959,2 ათასი ლარის ნაცვლად შემოსულია 1266,8 ათასი ლარი, გეგმის ზევით შემოსულია 307,6 ათასი ლარი. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ნაცვლად გეგმური 40,0 ათასი ლარისა შემოსულია 43,6 ათასი ლარი, ე.ი. 3,6 ათასი ლარით მეტი. შემოსავალი ჯარიმებიდან და საურავებიდან გეგმიური 100,0 ათასი ლარის ნაცვლად შემოსულია 67,1 ათასი ლარი. არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსავალმა წლის განმავლობაში შეადგინა 77,3 ათასი ლარი. გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერები 2016 წლის 12 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხულია 3890,5 ათასი ლარი.
რაც შეეხება გადასახდელებს: 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 12 თვის გადასახდელების გეგმა შესრულებულია 87,3 % ით, გეგმა 9136,6 ათასი ლარი, ფაქტიური 7981.2 ათასი ლარი, მათ შორის: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გეგმიური 2318,1 ათასი ლარიდან გახარჯულია 1873,7 ათასი ლარი, აქედან: საკრებულოს მიერ გეგმიური 632,8 ათასი ლარიდან ათვისებულია 552,3 ათასი ლარი, ხოლო გამგეობის მიერ გეგმიური 1635,3 ათასი ლარიდან გახარჯულია 1321,4 ათასი ლარი. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ გეგმიური 109,3 ათასი ლარიდან ათვისებულია 93,0 ათასი ლარი. გარეგანათების ექსპლოატაციაზე გახარჯულია 448,5 ათასი ლარი, ხოლო დასუფთავების ღონისძიებებზე 513,0 ათასი ლარი. მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში დაფინანსებულია 1177,4 ათასი ლარით, მათ შორის: კულტურის სფეროში მომსახურებაზე გახარჯულია 555,4 ათასი ლარი, სპორტულ ღონისძიებებზე 370,7 ათასი ლარი, ახალგაზრდულ საქმიანობაზე 31,6 ათასი ლარი, საგამომცემლო საქმიანობაზე 70,0 ათასი ლარი, ხოლო ხელოვნების სკოლა დაფინანსებულია 106,6 ათასი ლარით. ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა 45.4 ათასი ლარით. სკოლამდელი განათლების ღონისძიებები გეგმიური 1593,9 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 1476,3 ათასი ლარით. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გეგმიური 689,4 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 613,9 ათასი ლარით, მათ შორის: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დაფინანსებული 95,8 ათასი ლარით, სათნოების სახლი 197,9 ათასი ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დაფინანსებულია 297,7 ათასი ლარით. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები დაფინანსებულია 1,2 ათასი ლარით. წითელი ჯვარი დაფინანსებულია 21,3 ათასი ლარით. სარეზერვო ფონდიდან 2016 წელში გამოყოფილია 50,0 ათასი ლარი, რომელიც არ არის გახარჯული.
საკრებულოს წევრებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2016 წლის თორმეტი თვის შესრულება შეაფასა როგორც „კარგი“ შესრულება.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
გადაწყვიტეს: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულება შეფასდეს, როგორც „ კარგი შესრულება“.
მოისმინეს: 8. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის თაობაზე
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ გააცნო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიხედვითაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაცემული იქნება პრემია თანამდებობრივი სარგოს ნახევრის ოდენობით.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 9. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ
პაპიაშვილმა საკრებულოს წევრებს წარუდგინა იურიდიულ საკითხთა კომისიის წინადადება საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილის არჩევის შესახებ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაასახელა გოჩა სამუკაშვილის კანდიდატურა. გ. სამუკაშვილმა თანხმობა განაცხადა, რომ კენჭი ეყარა აღნიშნულ თანამდებობაზე.
მან საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა მოუხადა ნდობისთვის და დასძინა, რომ ვინაიდან მისი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, იგი, როგორც იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, კენჭისყრის პროცედურის ხელმძღვანელობას ვერ შეძლებდა. საკრებულოს თავმჯდომრის დავალებით იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრ დ. ალუღიშვილს დაევალა კენჭისყრის წარმართვა.
შემდეგ ნ. პაპიაშვილმა გამოაცხადა მცირე ხნით შესვენა, რათა იურიდიულ საკითხთა კომისიას მოემზადებინა ბიულეტენები და ჩაეტარებინა კენჭისყრა.
ჩატარდა ფარული კენჭისყრა.
იურიდიულ საკითხთა კომისიამ კენჭისყრის დასრულების და ხმის დათვლის შემდეგ შეადგინა ოქმი.
სხდომის თავმჯდომარე ნ. პაპიაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, ხოლო დ. ალუღიშვილმა დამსწრეთ გააცნო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 19 წევრმა და 19 ხმით არჩეულ იქნა გოჩა სამუკაშვილი.
17 მაისის სხდომა
საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა საკრებულოს მორიგი სხდომა გახსნილად გამოაცხადა, დამსწრეთ გააცნო დღის წესრიგი და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 22 წევრმა დაუჭირა მხარი დღის წესრიგს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყაში მონაწილეობა არ მიიღო.
დღის წესრიგი
- ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის 2016 წლის წლიური ანგარიშის განხილვისა და შეფასების შესახებ.
4. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ.
5. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შექმნის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ნაგვის ურნების შ.პ.ს - თვის „სერვისი 2007 “ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
- : 1. ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
სხდომის თავმჯდომარე ნ. პაპიაშვილმა სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროს გიორგი გონაშვილს. გ. გონაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, სწრაფი რეაგირებისა და სამართალდამრღვევის მიმართ შესაბამისი ღონისძიების გატარების მიზნით, მიზანშეწონილია, ცვლილება შევიდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №46 დადგენილებაში და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელსაც მიენიჭოს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევისას, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება. აღნიშნული ცვლილება გაადვილებს ნარჩენების მართვის კოდექსის ძირითადი მიზნების განხორციელებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში. ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №46 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება და 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს, დაემატოს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 46-ე მუხლი, რადგან აღნიშნული მუხლის თანახმად, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე–45-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ, მისი აღმოფხვრის თაობაზე სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 და მე-12 ნაწილების შესაბამისად, სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენისა, საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება აქვთ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს.
საკრებულოს წევრებს განსხავევული აზრი არ გამოუთქვამთ და ნ. პაპიაშვილმა საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 22 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
სხდომის თავმჯდომარე ნ. პაპიაშვილმა მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვანებისას (სამართალდაღვევისას) მოსალოდნელი ჯარიმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაავალა საკრებულოს წევრებს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ გააცნო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიხედვითაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება შეფასდა დამაკმაყოფილებლად. შემდეგ სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროს ე. ბაიაშვილს. მან დამსწრეთ წარუდგინა ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2017 წლის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ.
შემოსულობები: ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების პირველი კვარტლის გეგმა შესრულებულია 79 %-ით, გეგმა 941.1 ათასი ლარი, ფაქტიური 743.0- ათასი ლარი, მათ შორის: გადასახადების გეგმა შესრულებულია 14.1%-ით, გეგმა 567.6 ათასი ლარი, ფაქტიური - 80.3 ათასი ლარი, აქედან: საშემოსავლო გადასახადის გეგმა შესრულებულია 26,2 %-ით, გეგმა - 97,2 ათასი ლარი, ფაქტიური - 25,5 ათასი ლარი, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადის გეგმა შესრულებულია 16 % ით, გეგმა იყო 430,9 ათასი ლარი, ფაქტიური - 68,9 ათასი ლარი.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი შესრულებულია 153,5% გეგმური 284,0 ათასი ლარიდან შემოსულია 435,8 ათასი ლარი.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ნაცვლად გეგმური 10.0 ათასი ლარისა შემოსულია 11.2 ათასი ლარი, ე.ი. 1.2 ათასი ლარით მეტი.
შემოსავალი ჯარიმებიდან და საურავებიდან გეგმიური 13,0 ათასი ლარის ნაცვლად შემოსულია 25.6 ათასი ლარი, ე.ი. 12,6 ათასი ლარით მეტი.
არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსავალმა პირველი კვარტლის განმავლობაში შეადგინა 97,5 ათასი ლარი.
გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერები პირველი კვარტლის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებული იყო 203,0 ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხულია 151,2 ათასი ლარი.
გადასახდელები: 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის გადასახდელების გეგმა შესრულებულია 70,9 %-ით, გეგმა 1979,5 ათასი ლარი, ფაქტიური 1403,2 ათასი ლარი, მათ შორის: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გეგმიური 795,0 ათასი ლარიდან გახარჯულია 427,3 ათასი ლარი, აქედან: საკრებულოს მიერ გეგმიური 169,2ათასი ლარიდან ათვისებულია 118,1 ათასი ლარი, ხოლო გამგეობის მიერ გეგმიური 625,8 ათასი ლარიდან ათვისებულია 309,2 ათასი ლარი.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ გეგმიური 26,1ათასი ლარიდან ათვისებულია 21,4 ათასი ლარი.
გარე განათების ექსპლოატაციაზე გახარჯულია 50,6 ათასი ლარი, ხოლო დასუფთავების ღონისძიებებზე 72,9 ათასი ლარი.
მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში დაფინანსებულია 230,7 ათასი ლარით, მათ შორის: კულტურის სფეროში მომსახურებაზე გახარჯულია 111,1 ათასი ლარი, სპორტულ ღონისძიებებზე 56,8 ათასი ლარი, საგამომცემლო საქმიანობაზე - 18,5 ათასი ლარი, რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობაზე გახარჯულია 3,7 ათასი ლარი, ხოლო ხელოვნების სკოლა დაფინანსებულია 28,8 ათასი ლარით. ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა 11,8 ათასი ლარით.
სკოლამდელი განათლების ღონისძიებები გეგმიური 342,2 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 340,0 ათასი ლარით.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გეგმიური 219,4 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 208,8 ათასი ლარით, მათ შორის: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დაფინანსებული 25,3 ათასი ლარით, სათნოების სახლი 53,0 ათასი ლარით, ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები 0,6 ათასი ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად გამოყოფილი 126,4 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 126,4 ათასი ლარით.
სარეზერვო ფონდიდან 2017 წლის პირველ კვარტალში გამოყოფილი 10,0 ათასი ლარი არ გახარჯულა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 22 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
საკრებულოს წევრებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2017 წლის პირველი კვარტლის შესრულება შეაფასეს დამაკმაყოფილებლად.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის 2016 წლის წლიური ანგარიშის განხილვისა და შეფასების შესახებ
საკრებულოს თავმჯდომარე პაპიაშვილმა სიტყვა გადასცა გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს ანა კიკილაშვილს. რომელმაც დამსწრეთ წარუდგინა სამსხურის მიერ ჩატარებულ სამუშაოთა ჩამონათვალი და ისაუბრა გამოვლენილ დარღვევებზე.
საკრებულოს თავმჯდომრის დავალებით ს. ჯამასპიშვილმა დამსწრეთ გააცნო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ:
„საანგარიშო პერიოდში შიდა აუდიტის სამსახურმა განახორციელა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის ხუთი იურიდიული პირის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. ასევე ბაღების მონიტორინგი წლიური გეგმის შესაბამისად.
აუდიტის განხორციელების მიზანს წარმოადგენდა:
1. საქმისწარმოების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან;
- ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის კანონიერების შესწავლა და ანალიზი;
- საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა;
- წინა აუდიტორული შემოწმების დროს გაწეული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
აუდიტორული შემოწმების პერიოდი მოიცავდა 2015 სამეურნეო წელს.
შპს „სერვისი-2007“
შემოწმების პერიოდი მოიცავს 2015 წელს 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული ორგანიზაცია ამავე აუდიტის მიერ შემოწმებულ იქნა 2015 წელს და მოიცავდა 2014 წლის პერიოდსა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
მიუხედავად გაცემული რეკომენდაციის დღემდე არ არის ბრძანებით გაფორმებული ესა თუ ის თანამშრომელი რომელ ტერიტორიაზეა მიმაგრებული არ მოსაკრებლის ამკრეფებს არა აქვთ ბრძანებით მიმაგრებული სამუშაო ტერიტორიები.
2015 წელს შპს „სერვისი -2007“-ის სამუშაო პროგრამა განისაზღვრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით დადებული ხელშეკრულებებით.(გაფორმებულია მომსახურების შესყიდვაზე 6 ხელშეკრულება და მოიცავს: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას, ნარჩენების გატანას, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას, გარე განათების, მწვანე ნარგავების მოვლისა და სასაფლაოების დარაჯებით უზრუნველყოფის მომსახურებას) ამას გარდა 2015 წელს ივლისში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან 4 ხელშეკრულება სხვადასხვა მომსახურებაზე. მოსახლეობიდან და იურიდიული პირებიდან მოსაკრებელის ბიუჯეტში თანხის ამოღებაზე დასაქმებულია 9 თანამშრომელი. შემოწმებიდან ირკვევა, რომ ამ მხრივ მოსაწესრიგებელია აღრიცხვა-ანგარიშგება. დასაზუსტებელია გადამხდელთა და ასაკრები თანხის ოდენობა, როგორც იურიდიული ისე ფიზიკური პირების მიხედვით. არ ტარდება კონკრეტული ღონისძიებები ურჩ გადამხდელებიდან თანხის ამოღებაზე. შემოწმებიდან ირკვევა, რომ შპს „სერვისი-2007“ ერიცხება 11 ერთეული მანქანა და სპეც ტექნიკა.
ორი ავტომობილი ოპელ-ვექტრა და მერსედესი. აქვთ თავიაანთ თანამშრომლებისგან ნაქირავები, რომელსაც მხოლოდ საწვავს უსხავენ ორგანიზაციის საჭიროებისათვის. იმის გამო, რომ სპეც მანქანებს ოდომეტრები. გავლილ კილომეტრაჟის დადგენა ხდება ქრონომეტრაჟის საფუძველზე, ამიტომ ვერ დგინდება თითოეულ მანქანაზე საწვავის ხარჯვის ნორმები, ასევე არაა განსაზღვრული საწვავის ხარჯვის ლიმიტები მსუბუქი ავტომანქანებისთვის.
შპს „სერვისი-2007“-ს 2015 წელს გაფორმებული აქვს 13 ხელშეკრულება სპეცტექნიკის იჯარიანი გაცემის შესახებ.11715 ლარის ღირებულების. აქედან ჩაირიცხა 6485 ლარი,ხოლო ჩასარიცხი დარჩა 5880 ლარი.
2014 წელს ხელსეკრულებებიდან შპს „ტრანს მობილს“ დარცა დასარიცხი 4500 ლარი, რამაც ჯამში შეადგინა 10 985 ლარი.
ორგანიზაციას არა აქვს მიღებული და შემუშავებული დამფუძნებელთან ერთად საკუთარი შემოსავალებიდან მიღებული წმინდა მოგების ხარჯვის წესი.
ა.(ა).იპ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრი
შემოწმების პერიოდი მოიცავს 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. შემოწმება განხორციელდა 02.10.2016 -- 20.10.2016 წლებში.
2015 წელს კულტურულ ღონისძიებებზე გაიხარჯა 91 468 ლარი, საიდანაც 16 485 ლარი გახარჯულია წარმომადგენლობით ხარჯზე (18%) კულტურული ღონისძიებების ჩატარების ხარჯები 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 25 895 ლარით,ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯები 5 235 ლარით, არ არის მოწესრიგებული კულტურული ღონისძიებების გახარჯული სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. არ ფიქსირდება ღონისძიებებზე მოწვეული სტუმრების რაოდენობა.
არის მივლინების ფურცლების არასწორად შევსების ფაქტები, შეუსაბამობაა მივლინების თარიღებსა და ავტომობილის საგზურებში მითითებულ ადგილებს შორის.
თანახმად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა, ორგანიზაციის ყველა სახის პროდუქციის შესყიდვას უნდა ხორცილდებოდეს ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული შესყიდვების გზით.
ორგანიზაციას 2015 წელს გამოცხადებული აქვს მხოლოდ ერთი ელექტრონული ტენდერი (მანქანის შეძენა) დანარჩენ შემთხვევაში გაფორმებულია გამარტივებული ხელშეკრულებები, ორგანიზაციებთან, ინდ მეწარმეებთან და ფიზიკურ პირებთან. ხელშეკრულებებში არ არის მითითებული ტენდერის სახე, შესყიდვის კოდები ხელით არის ჩაწერილი. შეუსაბამოებია შესყიდვების კუთხითაც. კერძოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების მომსახურებაზე დაუშვებელია. ორგანიზაციას კი წლის განმავლობაში გაფორმებული აქვს 19 ხელშეკრულება ფიზიკურ პირებთან სხვადასხვა მომსახურებაზე, რაშიც გადახდილია 1013 ლარი საშემოსავლო. გადასახადის სახით ასევე არ არის განსაზღვრული საწვავის ხარჯვის ლიმიტები. საგზურებში არ არის მითითებული ოდომეტრის ჩვენება.
სამეურნეო ნაწილის გამგეს არა აქვს ჩაბარებული მისი პოზიციის სამუშაოების აღწერილობა . არა აქვს მოწესრიგებული აღრიცხვა. ვერ დგინდება რეალურად არსებული სასაქონლო ნაშთები. არა აქვს მიღება-ჩაბარების აქტებით მიღებული სასაქონლო მატერიალური-ფასეულობები და არც გაცემას აწარმოებს სპეცჟურნალში. ბალანსზე აწერია ძველი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რომელიც რეალურად აღარ არსებობს და არ არის მასზე ჩამოწერის აქტები. (სავარაუდოა რომ ინვენტარიზაცია ტარდება ფიქტიურად, ამიტომ აუცილებელია შექმნას საინვენტარიზაციო კომისია და დადგინდეს ბალანსზე რიცხული ნაშთების რეალობა).
ორგანიზაციას 01.01.2015 წლისათვის ნაშთი ანგარიშზე ერიცხებოდა 1,4 ათასი ლარი. (თუმცა მისი ანგარიში უნდა ყოფილიყო განაღდებული და თანხა დაბრუნებოდა რაიონულ ბიუჯეტს).
ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა
შემოწმების პერიოდი მოიცავს 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. (17.01.2015-08.01.2015წ.)
საშტატო განრიგით დასაქმებულია 12 თანამშრომელი მათ შორის 6 არის მასწავლებელი. (სწავლობს 7 ბავშვი).
შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა პირადი საქმეები შედგენილია არასრულყოფილად. არც -ერთი პირის საქმეში არ დევს შინაგანაწესით გათვალისწინებული განცხადება დირექტორის მიერ გაცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ და ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მოსწავლის მშობელთან, ხოლო ფორტეპიანოს პედაგოგი, რომელიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არის მაია ალადაშვილი, ხოლო დირექტორის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტსი არის მაია ზედელაშვილი. ორგანიზაციის შინაგანაწესის მე-12, 3 მუხლის თანახმად ადმინისტრაცია ვალდებულია აწარმოოს მუშაკთა-სკოლაში აღრიცხვა გამოცხადება, რაც არ ხდება არანაირი ფორმით.
ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრი
შემოწმების პერიოდი მოიცავს 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ გათვალისწინებულია წინა შემოწმების დროს გაწეული რეკომენდაციები.
ასევე 2016 წელს განხორციელდა მონიტორინგი სოფელ ზემო მაჩხაანის და სოფელ მირზაანის საბავშვო ბაღებში. შემოწმდა ბავშვთა აღრიცხვის ჟურნალი. გაკონტროლდა სასურსათო პროდუქტების ნაშთები, ორივე ბაღში მდგომარეობა იყო დამაკამაყოფილებელი.
ხელმძღვანელობას მიეცა მითითება, რომ სასწავლო პროგრამის შედგენა-დამტკიცება უნდა რეგულირდებოდეს სააღმზრდელო ცენტრის წესდებით და შინაგანაწესით.
ა(ა)იპ სპორტისა და ხალგაზრდობის საკითხთა ცენტრი
შემოწმების პერიოდი მოიცავს 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. (აუდიტის განხორციელების ვადაა 2016 წლის აპრილ-მაისი).
შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დამტკიცებულია 56 საშტატო ერთეული, სადაც შტატით 25 თანამშრომელია და ხელშეკრულება 31.
ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში არ არის დაკონკრეტებული და მითითებული შესასრულებელი სამუშაო და გასაცემი ანაზღაურება.2015 წელს ცენტრში მიღებული მწვრთნელებიდან მხოლოდ სამს აქვს სერთიფიკატი.
2015 წლის 7 აპრილიდან დანიშნულია მონიტორინგის სპეციალისტი. დირექტორის მიერ არ არის ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის გეგმა, სპეციალისტი მის მიერვე შემუშავებული ფორმით და დირექტორის სიტყვიერი დავალებით ატარებს ე.წ. მონიტორინგს.გამოვლენილ შენიშვნებზე კი არანაირი რეაგირება არ ხდება.
სასურველია განისაზღვროს მწვრთნელებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
ასევე უნდა აღინიშნოს , რომ მწვრთნელებს არა აქვთ სპორტსმენთა ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალები, არა აქვთ შედგენილი სპორტსმენებთან ინდივიდუალური მუშაობის განრიგი. არა აქვთ შემუშავებული თეორიული და პრაქტიკული წვრთნის პროგრამები. არ არიან შედეგებზე ორიენტირებულნი. არ აკეთებენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
2015 წელს დაფინანსებულ ასიგნებათა 66,4% გახარჯულია თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე. 8,5% მივლინებებზე და სხვა ხარჯებზე კი 25,1%.
ცენტრის საკუთარი შემოსავლების აღრიცხვას აწარმოებს არასრულყოფილად, არ მუშავდება სათანადოდ სალაროს საბუთები. შემოსული თანხა ინახება მოლარესთან. არ არის განსაზღვრული სალაროში ნაღდი ფულის ლიმიტი და შემოსული თანხის საბანკო ანგარიშზე შეტანის ვადები.
შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 2015 წელს არ შექმნილა საინვენტარიზაციო კომისია და არ არის ჩატარებული ინვენტარიზაცია.ასევე არ არის შედგენილი 2015 წლის ბალანსი“.
მომხსენებელმა დამსწრეთ გააცნო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიხედვითაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის 2016 წლის მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად.
საკრებულოს წევრებს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამთ და ნ. პაპიაშვილმა საკითხს კენჭი ღიად უყარა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 22 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის 2016 წლის წლიური ანგარიშის განხილვისა და შეფასების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 4. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ
საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრეთ დღის წესრიგით გათავლისწინებული საკითხი წარუდგინათ და საკრებულოს წევრებს მისცათ დრო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომრის კანდიდატურის დასახელებისათვის. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი მუნიციპალიტეტის“ თავმჯდომარე ა. ნატროშვილმა ითხოვა სიტყვა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დაასახელა საკრებულოს წევრის ბესიკ ქავთარაძის კანდიდატურა. საკრებულოს თავმჯდომარემ დასძინა, რომ როგორც საკრებულოს რიგითი წევრი ეთანხმება აღნიშნული კანდიდატურის დასახელებას, ვინაიდან „ბესიკ ქავთარაძეს სოფლის გამგებლად მუშაობის პერიოდიდან ვიცნობ და იმ დროისათვის სრულიად ახალგაზრდა კაცი სამსახურს შესანიშნავად ართმევდა თავს“. საკრებულოს წევრებისა და ფრაქციებისაგან სხვა კანდიდატურის დასახელება არ მომხდარა.
ბ. ქავთარაძემ განაცხადა თანხმობა, რომ საკრებულოს იურიდიულ საკითხთ კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეყარა კენჭი. შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ გამოაცხადა შესვენება, რათა იურიდიულ საკითხთა კომისიას მოემზადებინა ბიულეტენები და ჩაეტარებინა კენჭისყრა.
ჩატარდა ფარული კენჭისყრა,
იურიდიულ საკითხთა კომისიამ კენჭისყრის დასრულების და ხმის დათვლის შემდეგ შეადგინა ოქმი.
სხდომის თავმჯდომარე ნ. პაპიაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელმა ლ. ნატროშვილმა დამსწრეთ გააცნო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 22 წევრმა და 22 ხმით არჩეულ იქნა ბ. ქავთარაძე.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ლ. იაკობიშვილმა.
გადაწყვიტეს: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბესიკ ქავთარაძე.
მოისმინეს: 5. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
სხდომის თავმჯდომარე ნ. პაპიაშვილმა დამსწრეთ გააცნო იურიდიულ საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობა და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა:
თავმჯდომარე : ბესიკ ქავთარაძე;
მოადგილე : ლია ნატროშვილი;
წევრები: გივი გიგაური;
მამუკა სეფიაშვილი;
ნოდარ გოგილაშვილი;
დავით ალუღიშვილი.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 22 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 6. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შექმნის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საკრებულოს თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის წარდგენის შემდეგ დასძინა, რომ რომ საკრებულოს თავმჯდომრის, მისი მოადგილის და ასევე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომრის ცვლილების გამო საკრებულოს ბიუროს შემადგენლობაც ახალი შემადგენლობით უნდა დამტკიცდეს:
1. ნუგზარ პაპიაშვილი- საკრებულოს თავმჯდომარე;
2. გოჩა სამუკაშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
3. დავით ალუღიშვილი - ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე;
4. აკაკი ნატროშვილი - ფრაქციის „ქართული ოცნება-ძლიერი მუნიციპალიტეტი“ თავმჯდომარე;
5. ნიკოლოზ ხუციშვილი - ფრაქციის „ქართული ოცნება -რეგიონალები“ თავმჯდომარე;
6. მამუკა სეფიაშვილი - ფრაქციის „ქართული ოცნება-მრეწველები “, თავმჯდომარე;
7. ნოდარ გოგილაშვილი - ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ თავმჯდომარე;
8. ბესიკ ქავთარაძე - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
9. სოსო ჯამასპიშვილი - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;
10. მიხეილ ბახუტაშვილი - სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა
კომისიის თავმჯდომარე;
11. გივი გიგაური - ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
12. თემურ ოზბეთელაშვილი - სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და
ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე;“
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 22 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს. ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შექმნის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 7. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ნაგვის ურნების შ.პ.ს - თვის „სერვისი 2007 “ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
ნუგზარ პაპიაშვილმა დამსწრეთ გააცნო მუნიციპალიტეტის გამგებლის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ნაგვის ურნების შ.პ.ს - თვის „სერვისი 2007 “ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ. შემდეგ წარუდგინათ საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი აღნიშნული ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე. საკრებულოს წევრებს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამთ და ნ. პაპიაშვილმა საკითხი კენჭისყრაზე დააყენა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 23 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ნაგვის ურნების შ.პ.ს - თვის „სერვისი 2007 “ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
16 ივნისის სხდომა
დღის წესრიგი
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
- . „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის მეთოდური რეკომენდაციებისა და კითხვარის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აპრილის #8 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
3. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.08.2014 წლის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე.
7. ბესიკ თოფჩიშვილის საკუთრებაში არსებულ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 40 ჰა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდები 52.33.31.018; 52.33.31.010; 52.33.31.011; ) სტიქიის (სეტყვის) შედეგად მიყენებული ზარალის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ
8. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს ელენე ბაიაშვილს განმარტება თხოვა აღნიშნული საკითხის გაცნობაში.
მან აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება: წყლის სისტემის რეაბილიტაციის (არაფინანსური აქტივის) მუხლი გაიზრდა 94,3 ათ. ლარით. გარე განათების სისტემის რეაბილიტაციის (არაფინანსური აქტივის) მუხლი გაიზარდა 301,2 ათ. ლარით, კეთილმოწყობის ღონისძიებების (არაფინანსური აქტივის) მუხლი გაიზარდა 53,5 ათ. ლარით, საკანალიზაციო სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია (არაფინანსური აქტივის) მუხლი გაიზარდა 41,3 ათ. ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რაბილიტაცია (არაფინანსური აქტივის) მუხლი გაიზარდა 183,1 ათ. ლარით, სპორტული დარბაზების-მოედნების მშენებლობა (არაფინანსური აქტივის) მუხლი გაიზარდა 67,4 ათ. ლარით, დასუფთავების ღონისძიებების (არაფინანსური აქტივის) მუხლი გაიზარდა 6,8 ათ. ლარით და საქონელი და მომსახურების მუხლი გაიზარდა 40,0 ათ. ლარით, გამგეობის (არაფინანსური აქტივის) მუხლი გაიზარდა 382,4 ათ. ლარით, მივლინების ხარჯის მუხლი გაიზარდა 1,0 ათ. ლარით, კომუნალური ხარჯების მუხლი გაიზარდა (მ.შ. ბუნებრივი აირი ხარჯი 2,0 ათ.ლარით, წყლის ხარჯის მუხლი გაიზარდა 1,5 ათ. ლარით), საკრებულოს სხვა ხარჯის შემცირების მუხლი 0,5 ათ ლარით, ვალდებულების კლების მუხლი 0,1 ათ. ლარით, კომუნალური ხარჯების მუხლი გაიზარდა (მ.შ. ელეტრო ენერგიის ხარჯის 0,9 ათ. ლარით, ოფისის სხვა ხარჯების მუხლი გაიზარდა 0,4 ათ. ლარით. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა კომუნალური ხარჯის შემცირების მუხლი (მ.შ. ელეტრო ენერგიის ხარჯი 0,9 ათ.ლარით). სკოლამდელი განათლება (არაფინანსური აქტივის) მუხლი გაიზარდა 261,7 ათ. ლარით.სპორტული ორგანიზაციის ხელშეწყობის სუბსიდიის ხარჯების მუხლი გაიზარდა 10,0 ათ. ლარით, სულ ჯამში: ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი გაიზარდა 1446,2 ათ. ლარით თავისუფალი ნაშთის ხარჯზე. ჩატარდა ღია კენჭისყრა, წინააღმდეგი 1 |
|
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს. გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი. |
მოისმინეს: 2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის მეთოდური რეკომენდაციებისა და კითხვარის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აპრილის #8 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“
სხდომის თავმჯდომარე ნ.პაპიაშვილმა გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროს გ.გონაშვილს განმარტება სთხოვა.
გ.გონაშვილი: აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 5 მაისის №14310 სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე მოხდა აღნიშნული საკითხის ძალადაკარგულად გამოცხადება.
ჩატარდა ღია კენჭისყრა,
წინააღმდეგი 1
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის მეთოდური რეკომენდაციებისა და კითხვარის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აპრილის #8 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 3. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.08.2014 წლის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს აპარატის უფროსს ხათუნა გონაშვილს განმარტება თხოვა.
გონაშვილი: საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანა არ ხორციელდება, მხოლოდ ხდება სახელწოდების შეცვლა,რაც შეეხება სპეციალისტებს მთავარ და უფროს სპეციალისტს ენიჭებათ მესამე რანგი, მხოლოდ განსხვავებაა კლასებს შორის, მთავარი სპეციალისტი იქნება მესამე რანგის პირველი კლასის სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი მესამე რანგის მეორე კლასის სპეციალისტი.
ჩატარდა ღია კენჭისყრა,
წინააღმდეგი 1
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.08.2014 წლის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 4. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსს გ.გონაშვილს განმარტება თხოვა.
გონაშვილი: იგივე ცვლილებებია სახელწოდებასთან დაკავშირებით რაც საკრებულოში, დავამატებ, რომ შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ გამგებლის წარმომადგენლებს, გამგებლის მდივავანს და მძღოლებს.
ჩატარდა ღია კენჭისყრა,
წინააღმდეგი 1
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 5. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“
სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გააცნო აღნიშნული პროექტი.
ჩატარდა ღია კენჭისყრა,
წინააღმდეგი 1
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 6. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე“
სხდომის თავმჯდომარემ წარმოადგინა აღნიშნული პროექტი, მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოებისთვის და კეთილი საქმისთვის.
საკრებულოს ხუთივე კომისიის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა გამგეობის ანგარიში.
ჩატარდა ღია კენჭისყრა,
წინააღმდეგი 1
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 7. „ბესიკ თოფჩიშვილის საკუთრებაში არსებულ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 40 ჰა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდები 52.33.31.018; 52.33.31.010; 52.33.31.011; ) სტიქიის (სეტყვის) შედეგად მიყენებული ზარალის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ“
ჩატარდა ღია კენჭისყრა,
წინააღმდეგი 1
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „ბესიკ თოფჩიშვილის საკუთრებაში არსებულ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 40 ჰა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდები 52.33.31.018; 52.33.31.010; 52.33.31.011; ) სტიქიის (სეტყვის) შედეგად მიყენებული ზარალის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მოისმინეს: 8. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“
ჩატარდა ღია კენჭისყრა,
წინააღმდეგი 1
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 19 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
11 ივლისის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა და დამსწრეთ გააცნო მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე. შემდეგ წარუდგინათ დღის წესრიგი და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი
- .„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გააცნო ინიცირებული პროექტი და განმარტებისათვის სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს ელენე ბაიაშვილს. მან დამსწრეთ დეტალურად გააცნო პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები, კერძოდ:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება: საქართველოს მთავრობის განკარგულების #1401 (2017 წლის 6 ივლისი) თანახმად საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს გამოეყო 606967 ლარი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება:
წყლის სისტემის რეაბილიტაციის თანხა (არაფინანსური აქტივის) გაიზარდა 10,0 ათ. ლარი
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცისთვის თანხა (არაფინანსური აქტივის) გაიზარდა 639,0 ათ. ლარით (მ.შ. რეგ. ფონდი-607,0 ათ. ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32,0 ათ. ლარი)
გამგეობის ხარჯების (არაფინანსური აქტივის) შემცირება მოხდა 19,7 ათ. ლარით. აღნიშნული თანხა გადატანილ იქნა მრავალსართულიანი სახლის სახურავების რეაბილიტაციის (სხვადასხვა კაპიტალურ) ხარჯებში. თანამდებობრივი სარგოს შემცირება მოხდა 74,1 ათ. ლარით. აღნიშნული თანხა გადატანილ იქნა საქონელი და მომსახურების, დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოში. სხვა ხარჯების, კერძოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების ანაზღაურების ხარჯები გაიზრდა 2,0 ათ. ლარით.
სულ ჯამში: ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი გაიზარდა 651,0 ათ. ლარით.
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 2. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შემოსულია 2017 წლის 07 ივლისის №1234 წერილი, რომლითაც ითხოვენ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №84 განკარგულებაში ცვლილებას.
ნ. პაპიაშვილმა დამსწრეთ წარუდგინა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის მიერ მომზადებული პროექტი, რომლის მიხედვითაც „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №84 განკარგულებით დამტკიცებულ დანართში შედის ცვლილება და დაემატა ქ.დედოფლისწყაროში ,,სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის“ შენობის მშენებლობის პროექტი, ღირებულებით 161 545 ლარი.
საკრებულოს წევრებს არ გამოუთქვამთ განსხვავებული აზრი.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ - საკრებულოს განკარგულების პროექტი.
28 ივლისის სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა. დამსწრეთ გააცნო დღის წესრიგი და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 18 წევრმა დაუჭირა მხარი დღის წესრიგს. ორმა წევრმა ლევან ბაღაშვილმა და ლევან იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
დღის წესრიგი
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს #43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
მოისმინეს: 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გააცნო ინიციირებული პროექტი და განმარტებისათვის სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს ე. ბაიაშვილს. მან დამსწრეთ დეტალურად გააცნო პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები, კერძოდ:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში განხორციელდა შემდეგი ცვლილება:
სკოლამდელი განათლების (სუბსიდირების) ხარჯები გაიზრდა 110,0 ათ. ლარით.
სპორტული დარბაზების/მოედნების რეაბილიტაციის (არაფინანსური აქტივის ზრდა) ხარჯები 40,0 ათ. ლარით.
გამგეობის სხვა ხარჯების (სხვადასხვა მიმდინარე ხარჯი) გაზრდა მოხდა 3,5 ათ. ლარით. (სუბსიდირების) გაიზრდა 20,0 ათ. ლარით
სულ ჯამში: ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი გაიზარდა 173,5 ათ. ლარით.
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 18 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
ორმა წევრმა ლ. ბაღაშვილმა და ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
- : 2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო საკითხი და განმარტებისათვის სიტყვა გადასცა გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროს გ. გონაშვილს. გ. გონაშვილმა განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018522) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა, აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ასევე, ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოები.
ნუგზარ პაპიაშვილმა დამსწრეთ წარუდგინა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული პროექტი და კენჭისყრაზე დააყენა საკითხი.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 18 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
ორმა წევრმა ლ. ბაღაშვილმა და ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - საკრებულოს დადგენილების პროექტი.
- :3. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გააცნო ინიციირებული პროექტი და განმარტებისათვის სიტყვა გადასცა საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსს დ. ხუნაშვილს. დოდო ხუნაშვილმა დამსწრეთ მოკლედ გააცნო დაგეგმილი ცვლილებები, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებულ წესში ჩანაწერი ,,მარტოხელა დედა“ შეიცვლება ჩანაწერით ,,მარტოხელა მშობელი“; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაც - 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობა, რის გამოც შეიქმნა საჭიროება, დადგენილების №2 დანართის მე-4 პუნქტის ,,ტ” ქვეპუნქტში (,,ტ. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება“) თანხის გაზრდის. აქედან გამომდინარე, სხვა მუხლებიდან მოხდა თანხების გადმოტანა ისე, რომ ამ ქმედებას საერთო ჯამში ბიუჯეტის ცვლილება არ გამოუწვევია. კერძოდ:
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსებისათვის გათვალისწინებულ 55 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარს დაემატა:
ა) ,,მ’’ ქვეპუნქტში - მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდისათვის გათვალისწინებული 3000 (სამი ათასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარი;
ბ) ,,ჟ“ ქვეპუნქტში - ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახისათვის გათვალისწინებული 70 600 (სამოცდაათი ათას ექვსასი) ლარიდან 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2017 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2017 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - საკრებულოს დადგენილების პროექტი.
- :4. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს #43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გააცნო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ მომზადებული პროექტი და აღნიშნა, რომ „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის № 215 დადგენილების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელების ცვლილებამ გამოიწვია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანა. კერძოდ, ჩანაწერი ,,საკრებულოს აპარატის“ ნაცვლად ჩაიწერება ,,საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეული-საკრებულოს აპარატი“ , ,,საკრებულოს აპარატის უფროსი“ შეიცვლება ჩანაწერით ,,საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საკრებულოს აპარატის უფროსი“, საკრებულოს აპარატის განყოფილებების ნაცვლად - ,, მეორადი სტრუქტურული ერთეულები“.; ,,განყოფილების უფროსის“ ნაცვლად ჩაიწერება ,,დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი - განყოფილების უფროსი“.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 18 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
ორმა წევრმა ბაღაშვილმა და იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს #43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე- საკრებულოს დადგენილების პროექტი.
- :5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ გააცნო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის მიხედვითაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულება შეფასდა დადებითად. შემდეგ სიტყვა გადასცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს ე. ბაიაშვილს. მან დამსწრეთ წარუდგინა ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2017 წლის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ.
შემოსულობები:
ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ექვსი თვის გეგმა შესრულებულია 113.4%-ით, გეგმა 1260.0 ათასი ლარი, ფაქტიური 1428.7 ათასი ლარი, მათ შორის: გადასახადების გეგმა შესრულებულია 116.4%-ით, გეგმა 401.0 ათასი ლარი, ფაქტიური - 466.9 ათასი ლარი, აქედან: საშემოსავლო გადასახადის გეგმა შესრულებულია 95.7 %-ით, გეგმა - 120.0 ათასი ლარი, ფაქტიური - 114.8 ათასი ლარი, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადის გეგმა შესრულებულია 83.0 % ით, გეგმა იყო 204.0 ათასი ლარი, ფაქტიური 169.4 ათასი ლარი.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი შესრულებულია 90.1% გეგმური 700.0 ათასი ლარიდან შემოსულია 631.0 ათასი ლარი.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ნაცვლად გეგმური 20.0 ათასი ლარისა შემოსულია 22.6 ათასი ლარი, ე.ი. 2.6 ათასი ლარით მეტი.
შემოსავალი ჯარიმებიდან და საურავებიდან გეგმიური 25.0 ათასი ლარის ნაცვლად შემოსულია 42.3 ათასი ლარი, ე.ი. 17.3 ათასი ლარით მეტი.
არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსავალმა ექვსი თვის განმავლობაში შეადგინა 108,0 ათასი ლარი.
გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერები ექვსი თვის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებული იყო 2179,8 ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხულია 725,8 ათასი ლარი.
გადასახდელები:
2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ექვსი თვის გადასახდელების გეგმა შესრულებულია 79,8 %-ით, გეგმა 4247,8 ათასი ლარი, ფაქტიური 3391,8 ათასი ლარი, მათ შორის: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გეგმიური 1518,2 ათასი ლარიდან გახარჯულია 871,0 ათასი ლარი, აქედან: საკრებულოს მიერ გეგმიური 276,9 ათასი ლარიდან ათვისებულია 251,1 ათასი ლარი, ხოლო გამგეობის მიერ გეგმიური 1216,3 ათასი ლარიდან ათვისებულია 619,9 ათასი ლარი.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ გეგმიური 52,0 ათასი ლარიდან ათვისებულია 43,1 ათასი ლარი.
გარე განათების ექსპლოატაციაზე გახარჯულია 97,4 ათასი ლარი, ხოლო დასუფთავების ღონისძიებებზე 216,5 ათასი ლარი.
მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში დაფინანსებულია 493,4 ათასი ლარით, მათ შორის: კულტურის სფეროში მომსახურებაზე გახარჯულია 235,3 ათასი ლარი, სპორტულ ღონისძიებებზე 133,5 ათასი ლარი, საგამომცემლო საქმიანობაზე - 35,5 ათასი ლარი, რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობაზე გახარჯულია 8,2 ათასი ლარი, ხოლო ხელოვნების სკოლა დაფინანსებულია 57,3 ათასი ლარით. ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა 23,6 ათასი ლარით.
სკოლამდელი განათლების ღონისძიებები გეგმიური 739,2 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 739,2 ათასი ლარით.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გეგმიური 385,2 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 368,4 ათასი ლარით, მათ შორის: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დაფინანსებული 50,0 ათასი ლარით, სათნოების სახლი 107,2 ათასი ლარით, ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები 0,6 ათასი ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად გამოყოფილი 222,4 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 210,6 ათასი ლარით.
სარეზერვო ფონდიდან 2017 წლის ექვს თვეში გამოყოფილი 25,0 ათასი ლარი არ გახარჯულა.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 18 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. ბაღაშვილმა და ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
საკრებულოს წევრებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2017 წლის პირველი კვარტლის შესრულება შეაფასეს დადებითად.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
18 აგვისტოს სხდომა
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა საკრებულოს სხდომა გახსნილად გამოაცხადა, დამსწრეთ გააცნო საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 18 წევრმა დაუჭირა მხარი დღის წესრიგს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
დღის წესრიგი
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ.
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ.
- „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სოფელ ხორნაბუჯში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( საკადასტრო კოდი-52.06.31.066, სახნავი) აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემისა და გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16ივნისის N21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ.
- ქ. დედოფლისწყაროში კოსტავას ქ. №44- ში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობის (ს.კ. 52.08.34.019) მეორე სართულზე არსებული 83,33 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით №25 ოლქის სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროსათვის გადაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
- : 1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო ინიციირებული პროექტი და განმარტებისათვის სიტყვა გადასცა გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ბ. ქადაგიძეს. მან დამსწრეთ დეტალურად გააცნო პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები:
სკოლამდელი განათლების (არაფინანსური აქტივები) გაზრდა 2,4 ათ. ლარით.
სპორტული დარბაზების/მოედნების რეაბილიტაციის (არაფინანსური აქტივის ზრდა) 31,8 ათ. ლარით.
სპორტული ღონისძიებები სუბსიდიაში დაემატა 1,0 ათასი ლარი
გამგეობის კომუნალური ხარჯები გაზრდა 7,5 ათ. ლარით. ( არაფინანსური აქტივები არასაცხოვრებელი შენობები) გაზრდა 32,0ათ. ლარით , სხვა ხარჯებს მოაკლდა 1,0 ათასი ლარი.
საკრებულოს საკანცელარიო ხარჯები გაიზარდა 0,5 ათასი ლარით; ნორმატიული აქტები 2,0 ათასი ლარით.
წყლის სისტემის რეაბილიტაციას დაემატა 41,2 ათასი ლარი.
კეთილმოწყობა გაიზარდა 64,7 ათასი ლარით.
საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია გაიზარდა 15,0 ათასი ლარით.
დასუფთავებას ( არაფინანსურ აქტივებში ) დაემატა 68,0 ათასი ლარი.
გზების რეაბილიტაცია გაიზარდა 58,6 ათასი ლარით.
გარეგანათების არაფინანსური აქტივები შემცირდა 13,0 ათასი ლარით
სულ ჯამში: ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი გაიზარდა 310,7 ათ. ლარით .
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი მუხლობრივად უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 17 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის № 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
- : 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ.
პაპიაშვილმა სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს - იურიდიული სანსახურის უფროს გ. გონაშვილს. ღნიშნა, რომ 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის #215 დედგენილების საფუძველზე, 2017 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პროფესიული საჯარო მოხელეებად გარდაქმნა, პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებების, მათი იერარქიულ რანგებში განაწილების, თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და მათი შრომითი ანაზღაურების განსაზღვრა. ზომოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირება, საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და ასევე განისაზღვროს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, რაოდენობა და შრომითი ანაზღაურება.
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 17 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
- : დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
ნ. პაპიაშვილმა საკითხი გააცნო საკრებულოს წევრებს და განმარტება საკრებულოს აპარატის უფროსს ხათუნა გონაშვილს სთხოვა. ხ. გონაშვილმა დამსწრეთ მოახსენა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული #2 საკითხის ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვლება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის #14 დადგენილება. გამომდინარე აქედან დგება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საჭიროება და შესაბამისად მოხდება მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის ცალკ-ცალკე საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა. რაც შეეხება სარგოებს, რაოდენობრივად არანაირი ცვლილება არ არის წარმოდგენილი.
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 17 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
- : დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მოისმინეს: 4. „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.
ნუგზარ პაპიაშვილმა საკითხი გააცნო საკრებულოს წევრებს და სიტყვა გადასცა გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს - იურიდიული სამსახურის უფროს გიორგი გონაშვილს. მან აღნიშნა, რომ 2014 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც აწესრიგებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ნარჩენების მართვის კოდექსისი 47-ე მუხლის 12-ე ნაწილით განსაზღვრულია ის მუხლები (31-ე−35-ე მუხლები, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 39-ე მუხლი, 43-ე მუხლის პირველი ნაწილი და 46-ე მუხლი), რომლითაც გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა ევალება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.
შესაბამისად ეს პროექტი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებემოსილ საჯარო მოსამსახურეებს და ასევე საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებრის წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, რისი მეშვეობითაც მოხდება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ იმ პასუხისმგებლობების გამოყენება რომელიც გათვალისწინებულია ნარჩენების მართვის კოდექსით.
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 17 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
- : 5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სოფელ ხორნაბუჯში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( საკადასტრო კოდი-52.06.31.066, სახნავი) აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემისა და გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ გააცნო განკარგულების პროექტი და სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის გამგებელს. ნ. ჯანიაშვილმა საკრებულოს წევრებს მოახსენა, რომ წარმოდგენილი ფართი აუდიტის მიერ შეფასებულია 6000 ლარად, „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის №12 დადგენილების შესაბამისად ქონების ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ღირებულების არანაკლებ 7 % -ის ოდენობით. შესაბამისად საკრებულოში მომზადებულ პროექტში ქირის საწყისი წლიური საფასურის
ოდენობა წარმოდგენილი 420 ლარის ოდენობით, ამას თავისთავად დაემატება მიწის წლიური ღირებულება, რაც დედოფლისწყაროში 87 ლარს შეადგენს. საბოლოოდ ქონების გაქირავებით მიღებული თანხა დამატებითი შემოსავალი იქნება ადგილობრივი ბიუჯეტისათვის.
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 17 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სოფელ ხორნაბუჯში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( საკადასტრო კოდი-52.06.31.066, სახნავი) აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემისა და გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
- : 6. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16ივნისის N21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა პროექტის ავტორ გ. ბენაშვილს. მან აღნიშნა, რომ საპრივატიზებო ობიეტების ნუსხას დაემატა 2 ობიექტი და ასევე გასწორდა იმ ობიექტების ღირებულება, რომლებიც აუდიტის მიერ არ იყო შეფასებული და მათი ღირებულება ნულის ტოლი იყო.
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 17 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
- : დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16ივნისის N21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ “ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
- : 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ გააცნო განკარგულების პროექტი და წარუდგინა პროექტით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულაციები. კერძოდ,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების გამოსაკრავად (გამოსაფენად) განისაზღვროს შემდეგი ადგილები:
1) კულტ-სახლების ფასადები და მათი კაპიტალური მესრები.
2) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სასწავლო- აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალური მესრები.
3) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესრები, გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა, აგრეთვე მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა ნაგებობები და მათი კაპიტალური მესრები;
4) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ელექტრო ან სხვა დანიშნულების ბოძები - სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ სადენებთან და სხვა ელექტრო მოწყობილობებთან არაუმეტეს ერთი მეტრის სიახლოვისა.
ამასთან, ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზემათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, გარდა ამავე განკარგულებით აკრძალული შენობა- ნაგებობებისა.
აკრძალულია საარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მის: ქ.დედოფლისწყარო კოსტავას ქ.№44), ასევე სასამართლოსა (მის: ჰ.გონაშვილის ქ.№2) და პოლიციის (მის: ქ. დედოფლისწყარო, რუსთაველის ქუჩა და სოფ.არხილოსკალო) შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში და საგზაო ნიშნებზე.
საკრებულოს წევრმა ლევან იაკობიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პერიოდში ამ თემასთან დაკავშირებით შესაძლებელია მოხდეს პოზიციური თუ ოპოზიციური პარტიების შეთანხმება, რათა არ მოხდეს იმ შენობა-ნაგებობისა და ფასადების დატვირთვა სააგიტაციო მასალებით, რომელიც ახალი გარემონტებულია და ამშვენებს ქალაქს.
თავმჯდომარემ საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 18 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
- : დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
- : 8. ქ. დედოფლისწყაროში კოსტავას ქ. №44- ში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობის (ს.კ. 52.08.34.019) მეორე სართულზე არსებული 83,33 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით №25 ოლქის სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროსათვის გადაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრეთ გააცნო განკარგულების პროექტი და ვინაიდან განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა, საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 17 წევრმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, ხოლო ლ. იაკობიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „ ქ. დედოფლისწყაროში კოსტავას ქ. №44- ში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობის (ს.კ. 52.08.34.019) მეორე სართულზე არსებული 83,33 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით №25 ოლქის სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროსათვის გადაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
25 აგვისტოს სხდომა
სხდომის თავმჯდომარე გოჩა სამუკაშვილმა საკრებულოს სხდომა გახსნილად გამოაცხადა, დამსწრეთ გააცნო მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, წარუდგინა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი და მის დამტკიცებას ღიად უყარა კენჭი.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 21 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს.
დღის წესრიგი
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოსაწყობად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა - ნაგებობების საოლქო საარჩევნო კომისიისათვის უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ .
- : 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოსაწყობად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა - ნაგებობების საოლქო საარჩევნო კომისიისათვის უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გააცნო მუნიციპალიტეტის გამგებლის 23.08.2017 წლის #1598 წერილი, რომლითაც გამგებელი ითხოვდა წერილით წარმოდგენილი შენობა-ნაგებობების საოლქო საარჩევნო კომისიისათვის უსასყიდლოდ გადასცემად საკრებულოს თანხმობას.
მომხსენებელმა დამსწრეთ ასევე განუმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სააჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან არჩევნების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე უსასყიდლოდ გადასცენ წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოსაწყობად შენობა-ნაგებობები. გ. სამუკაშვილმა დამსწრეთ გააცნო მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი შენობა - ნაგებობათა ნუსხა:
- ქ. დედოფლისწყაროში - ხელოვნების სკოლის შენობა (საკონცერტო დარბაზი) მის: ცხრა ძმის ქ. # 2
- სოფელ არბოშიკში - კულტურის სახლის შენობა.
- სოფელ ოზაანში - ადმინისტრაციული (ყოფილი საკრებულოს) შენობა.
- სოფელ გამარჯვებაში - ადმინისტრაციული (ყოფილი საკრებულოს) შენობა.
- სოფელ ხორნაბუჯში - ადმინისტრაციული (ყოფილი საკრებულოს) შენობა.
- სოფელ ზემო მაჩხაანში - კულტურის სახლის შენობა.
- სოფელ სამრეკლოში - კულტურის სახლის შენობა.
- სოფელ ზემო ქედში - კულტურის სახლის შენობა.
- სოფელ ქვემო ქედში- ადმინისტრაციული (ყოფილი საკრებულოს) შენობა.
- სოფელ სამთაწყაროში - ადმინისტრაციული (ყოფილი საკრებულოს) შენობა.
საკრებულოს წევრმა ლ. ბაღაშვილმა ითხოვა სიტყვა და იკითხა, თუ ვისთვის უნდა მიემართა ამ შენობა-ნაგებობების სარგებლობისათვის. შეკითხვაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა აუხსნა, რომ ეს ქონება გადაეცემოდა # 14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას და სხვადასხვა პარტიების მიმართვის დროს ოლქი შეადგენს განაწილების გრაფიკს.
განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა და სხდომის თავმჯდომარემ საკითხს კენჭი უყარა.
ჩატარდა ღია კენჭისყრა.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 21 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.
გადაწყვიტეს: დამტკიცდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოსაწყობად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა - ნაგებობების საოლქო საარჩევნო კომისიისათვის უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ -საკრებულოს განკარგულების პროექტი.