სათნოების სახლის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს სათნოების სახლს ეწვივნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა
ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
სათნოების სახლის ბენეფიციარებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოჩენილი გულისხმიერებისათვის მადლობა გადაუხადეს და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვეს.