შიდა გზების სამშენებლო სამუშაოები არბოშიკში

29 აგვისტო, 2018

                                                                              

        დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა არბოშიკის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს სოფლის ცენტრიდან სასაფლაოებისაკენ მიმავალ შიდა გზაზე ასფალტის საფარის დაგება და არსებული სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება. 
,,მიხარია , რომ ქალაქ დედოფლისწყაროს გარდა, შიდა გზების მოწყობა სოფლებშიც დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისათვის. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს სოფელ ზემო მაჩხაანისა და მირზაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზეც. მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ისიც, რომ სამუშაოები სწრაფი ტემპებითა და მაღალი ხარისხით სრულდება. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

გააზიარე