სოფელ გამარჯვებაში სკვერი მოეწყობა

3 სექტემბერი, 2019

                                                                                                                                        

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სოფელ გამარჯვებას ეწვია. მერი მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდა, რომელმაც ყოფილი კულტურის სახლის ეზო გაწმინდა და დასასვენებელი ზონა მოაწყო. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფლის მცხოვრებლებს გამოჩენილი ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში სკვერს მოაწყობს, რომელშიც საბავშვო ატრაქციონებიც განთავსდება.
გამარჯვებელებმა ნიკოლოზ ჯანიაშვილს ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა მათთვის მნიშვნელოვანია.

გააზიარე