,,უთრუთაანთ უბნის" გზის რეაბილიტაცია
არბოშიკში, ე. წ. ,,უთრუთაანთ უბნის ‘’ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში აღნიშნული გზისა და მიმდებარე ჩიხების მონაკვეთებზე დაეგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.
გზის სამშენებლო სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი სექტემბრის ბოლოს დასრულდება.