ამხანაგური საფეხბურთო მატჩი მერიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დედოფლისწყაროს ცენტრალურ სტადიონზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და კახეთის საპატრულო პოლიციის გუნდები დაუპირისპირდნენ. ამხანაგური შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 4:1 დასრულდა.