ბოლო ზარი დედოფლისწყაროში

28 May, 2018

                                                                                                        

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსთან, მეუფე დიმიტრისთან ერთად დედოფლისწყაროს კულტურის სახლში N1 სკოლოს მე-12 კლასელთა ,,ბოლო ზარს“ დაესწრო. სპეციალურად ამ დღისთვის მეთორმეტე კლასელებმა იუმორისტული სკეტჩები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები მოამზადეს. 
მშობლიური სკოლის კურსდამთავრებულებს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სკოლის დამთავრება მიულოცა და დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება უსურვა: ,,ყველა დამეთანხმებით, რომ ეს თაობა განსაკუთრებულად ნიჭიერი, კრეატიული და თავისუფალია. და ახლა, ამ სცენაზე სწორედ ასეთი ახალგაზრდები დგანან, რითაც ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. შესაძლებლობების გამოვლენისათვის და ცოდნის გაღრმავებისათვის დღევანდელ საქართველოში საუკეთესო პირობებია. ამიტომაც თქვენი მომავალი თქვენსავე ხელშია. უნდა გამოიყენოთ ყველა მოცემული შესაძლებლობა, რადგან ცოდნას ფასი ყოველთვის აქვს. წინ დიდი წარმატებები და მიღწევები გელით. უფალმა სულ წინ და წინ გატაროთ“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა . 
,,გილოცავთ ამ ლამაზ დღეს. როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, მეგონა, რომ ის პერიოდი ჩემთვის ტვირთი იყო, მაგრამ დამერწმუნეთ, გაცილებით მძიმედ ვიგრძენი თავი, როდესაც სკოლა დავამთავრე და ახალი და გაცილებით დიდი პასუხისმგებლობების წინაშე აღმოვჩნდი. გისურვებთ, რომ როდესაც ასეთი დღე გაგითენდებათ, არ დაიბნეთ და სწორი გადაწყვეტილები მიიღოთ. სავალ გზას დაგილოცავთ, უფალმა გაგახაროთ და დაგლოცოთ“- ამ სიტყვებით მიულოცა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ . 
წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლა 250-მა ახალგაზრდამ დაამთავრა.

Share page