ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხელოვნების სკოლის პედაგოგებს შეხვდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის . უფროსთან, თამარ თამაზაშვილთან ერთად ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლას ეწვია. მერი სკოლაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და პედაგოგებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ნიკოლოზ ჯანიაშვილი პედაგოგებს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზეც ესაუბრა. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელოვნების სკოლაშიცაა დაგეგმილი.