ზემო მაჩხაანში სტიქიური ნაგავსაყრელების გაწმენდა მიმდინარეობს.

5 July, 2018

                                                                                                 

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც სტიქიური ნაგავსაყრელების გაწმენდა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში სოფელი ნარჩენებისაგან სრულად გათავისუფლდება. 
ზემო მაჩხანში უკვე დაიდგა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილი ახალი ურნები. მათი რაოდენობა ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, შეინარჩუნონ სისუფთავე და არ დააბინძურონ გარემო.

Share page