ელიაობა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში ელიაობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ.
ირაკლი შიოლაშვილმა და ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროელებს და ჩვენი მუნიციპალიტეტის სტუმრებს დღევანდელი დღესასწაული მიულოცეს და წმინდა ელია თეზბიტელის მფარველობა უსურვეს.
ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ელიაობას.