დედოფლისწყაროობა-2018

2 August, 2018

                                                      

ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით ,,დედოფლისწყაროობა-2018-ის“ გრანდიოზული გალა-კონცერტი ქ. დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე დღეს ჩატარდა. 

დედოფლისწყაროელებს დღესასწაული ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტიმ, კახეთის მხარის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა მიულოცეს. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მუნიციპალიტეტის 2018 წლის ,,წარმატებულ დედოფლისწყაროელებად“ საჯარო სკოლების მედალოსნები დაასახელა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა. წელს ჩვენს მუნიციპალიტეტს 25 მედალოსანი ჰყავს. 
დღესვე, გალა-კონცერტზე დაჯილდოვდნენ 2018 წლის საპატიო მოქალაქეები. წელს დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეები არიან : ცნობილი სპორტსმენი თენგიზ გუმაშვილი, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში შეტანილი წვლილისთვის -მიხეილ დარჩიაშვილი, ცნობილი ექიმი-გულნარა პოპიაშვილი, კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის-ნანა ჭიჭინაძე და ღვაწლმოსილი პედაგოგი- ვიოლეტა დავთიანი.

Share page