ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სათემო ლიდერთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

4 November, 2018

                                                                                                                 

   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სათემო ლიდერთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 
ფორუმი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივისა “ და ორგანიზაცია „ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით ლოპოტაზე გაიმართა. სემინარში სათემო ცენტრებისა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 
შეხვედრაზე სპიკერის სტატუსით მიწვეულმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის , არსებული გამოწვევებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების პროცესში თემის მოსახლეობის ჩართულობის შესახებ ისაუბრა. გამოსვლაში ნიკოლოზ ჯანიაშვილმა აქცენტი გააკეთა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერისა და წახალისების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ინიციატივების გათვალისწინება ღია მმართველობის მნიშვნელოვანი პირობაა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის გამოსვლამ ფორუმის მონაწილეებში დიდი მოწონება დაიმსახურა .

Share page