მერიის ორგანიზებით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

18 November, 2018

                                                               

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს ახალ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო გამოკვლევები .ჩატარდა. 
  დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქ. დედოფლისწყაროში ბესიკ ცისკარაული, ქ. დედოფლისწყაროს წარმომადგენელი         მუნიციპალიტეტის საკრებულოში დავით გონაშვილი და მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი დოდო ხუნაშვილი.
  საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,ნიუ ჰოსპიტალის“ (New Hospitals ) მაღალკვალიფიციური ექიმები მოემსახურნენ. 
   მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ზოგადი ქირურგის, ნეიროქირურგის, გულმკერდის ქირურგის, კარდიოლოგის, ნევროლოგისა და ექოსკოპისტის უფასო კონსულტაციებით.
  დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტებს საჭირო მედიკამენტები ფარმაცევტული კომპნია PSP-სგან უსასყიდლოდ გადაეცათ.

Share page