ზემო მაჩხაანელებს სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნებათ

26 November, 2018

                                                                                                                               

 

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის ცენტრალური რეზერვუარი მოინახულა, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყალი თანაბრად გადაუნაწილდება სოფლის მოსახლეობას და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის მიწოდების ხარისხი , რაც ზემო მაჩხაანისათვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემას საბოლოოდ მოხსნის.
პროექტის ღირებულება 146 000 ლარს შეადგენს და ის წლის ბოლომდე დასრულდება.

 

Share page