ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა არბოშიკის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა. სოფელში, ,,ორმუღელას“ უბანში, ამჟამად სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იდგმება დამატებითი რეზერვუარი, რომელშიც ადგილობრივი ჭაბურღილიდან მოხდება წყლის გადაქაჩვა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ,,ორმუღელას“ უბანი სასმელი წყლით მთლიანად იქნება უზრუნველყოფილი.
უბნის მაცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის მერს პროექტის განხორციელებისა და გვერდში დგომისათვის მადლობა გადაუხადეს .
არბოშიკში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 000 ლარს შეადგენს.