მერმა სოციალურად დაუცველ 8 შვილიან დედას 8 მარტი მიულოცა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავაშვილიან დედას 8 მარტი მიულოცა.
მერი თანამშრომლებთან ერთად ფილაურების ოჯახს ესტუმრა და ოცდაათი წლის რვა შვილიან დედას, თამუნა ჩიტაიას სასაჩუქრე კალათასთან ერთად თაიგული გადასცა.
,,ყველა ქალბატონს ვულოცავ დღევანდელ დღეს . ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში“- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.