იუმორისა და სიმღერის საღამო დედოფლისწყაროში.
დედოფლისწყაროს კულტურის სახლში იუმორისა და სიმღერის საღამო გაიმართა.
თელავის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი და ტელესახე პაატა გულიაშვილი და ქართული ესტრადის მომღერლი ნინო ძოწენიძე დედოფლისწყაროელი მაყურებლის წინაშე მხატვრული, იუმორისტული და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ.
დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მიმართა და მირქმის დღესასწაული მიულოცა.
კონცერტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა.