დედოფლისწყაროში ახალგაზრდული სახლი გაიხსნა.

14 February, 2019

                                                                                                                                                                                          

 

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი ახალგაზრდობის სახლის საზეიმო გახსნას დაესწრნენ. 
   ადგილობრივი ხელისუფლებისა და ENPARD-2 -ის ერთობლივი სოციალური პროექტის (PROCEED) ფარგლებში ქ. დედოფლისწყაროს ცენტრში გარემონტდა და თანამედროვე, უახლოესი ინვენტარით აღიჭურვა ოთახი, სადაც   მუნიციპალიტეტის  ახალგაზრდები დღეიდან სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებას შეძლებენ. 
   ახალგაზრდული სახლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე შეიქმნა . დაწესებულებაში აქტივობის განხორციელება მუნიციპალიტეტის 15-დან 29 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს  შეუძლია.

Share page