დედოფლისწყაროს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციაზე იმსჯელეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა აკაკი ნანტროშვილმა დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უმასპინძლეს.
ლევან კობიაშვილმა თანხმლებ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დედოფლისწყაროს ცენტრალური სტადიონი დაათვალიერა და სტადიონის სრული რეაბილიტაციის გეგმას გაეცნო, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო.
დღესვე, ლევან კობიაშვილმა სოფელ ზემო მაჩხაანის სტადიონი საზეიმო ვითარებაში გახსნა.
ხელოვნურ საფარიანი, თანამედროვე სტანდარტების მოედანი ფეხბურთის ფედერაციის მიერ სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლის ეზოში წელს გაკეთდა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ლევან კობიაშვილს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ საქმეში ცენტრალური ხელისუფლების თანადგომა მნიშვნელოვანია.