ბიოსფერული რეზერვატის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

28 March, 2019

                                                       

                                                                                                                        

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის ევროკავშირის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ერთობლივად განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. 
 ხელშეკრულებას ხელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მერის პირველმა მოადგილემ, დავით ფხოველიშვილმა ( მუნიციპალიტეტის მერი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში, ქ. იელატში იმყოფება) და ცენტრის დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ მოაწერეს. 
პროექტის- „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა კახეთის რეგიონში“ ხანგრძლივობა ორი წელია და ამ დროის განმავლობაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შეიქმნება ბიოსფერული რეზერვატი, რომელიც არა მხოლოდ დედოფლისწყაროს, არამედ მთლიანად კახეთის რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. 
 აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებით, გრანდიოზული მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტი საქართველოს მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში-დედოფლისწყაროში, ფოთსა და ზესტაფონში ხორციელდება.

Share page