ელიის კალთებზე ჭერმის და ნუშის ნერგები დარგეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ელიის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ.დედოფლისწყაროს N 1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებთან ერთად ჭერმის და ნუშის ნერგები დარგო.
ნერგები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად ვაშლოვანის მეგობართა ასოციაციამ გადასცა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენი მუნიციპალიტეტის გამწვანებაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.