ბარათაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნები და სკვერი კეთდება

7 June, 2019

                                                                                                                         

   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილესთან, დავით ფხოველიშვილთან ერთად ქ. დედოფლისწყაროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, ბარათაშვილის ქუჩაზე 2 სპორტული მოედანი და 1 დასასვენებელი პარკი კეთდება. აღნიშნულ სკვერში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონებიც. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მომავალ თაობაზე ზრუნვა წარმოადგენს. აღნიშნული პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

Share page