მერიამ ფიროსმანში მცხოვრებ მახარაძეებს სახლის სახურავი გადაუხურა

26 June, 2019

                                                                                                             

   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სოფელ ფიროსმანში მცხოვრებ თენგიზ მახარაძის ოჯახს ეწვია, რომელსაც მერიამ საცხოვრებელი სახლის სახურავი გადაუხურა. 
  თენგიზ მახარაძის სახლის ჭერი მაისში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. დაზარალებული ოჯახი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა შესაბამისი სამსახურების   წარმომადგენლებთან ერთად მყისიერად მოინახულა და დახმარებას შეპირდა. 
  გადახურვის სამუშაოები სწრაფ ტემპებში მიმდინარეობდა და დღეისათვის ის დასრულებულია. 
  მახარაძეებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს დანაპირების შესრულებისა და გაწეული ოპერატიული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

Share page