მალე დედოფლისწყაროს ახალი სპორტული მოედანი და სკვერი ექნება

20 August, 2019

                                                                                                                      

   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დედოფლისწყაროელ ახალგაზრდებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა და ახალ სასწავლო წელს ქ. დედოფლისწყარო ახალი , მრავალფუნქციური სტადიონით შეხვდება. 
ბარათაშვილის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნისა და საბავშვო-გასართობი პარკის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები, საბავშვო-გასართობ სექტორში კი დამონტაჟდება ატრაქციონები. 
,, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი მომავალ თაობაზე ზრუნვაა. ახალგაზრდებისთვის სპორტული და გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნული პროექტიც ამ გეგმის ნაწილია“- აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

Share page