სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

19 August, 2019

                                                                                                                    

   სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. 
მიმდინარე რემონტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილმა დაათვალიერეს. 
პროექტის ფარგლებში სკოლას კიდევ 2 ახალი საკლასო ოთახი და სათავსო შეემატება. 
დღესვე მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დედოფლისწყაროს N 1 საჯარო სკოლას ეწვივნენ , რომლის რეაბილიტაციაც აქტიურ ფაზაშია. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, არბოშიკის და დედოფლისწყაროს N 1 საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

Share page