დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შპს „სსსკ სერპანტინის“ ასფალტის საწარმოს  მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

28 January, 2020

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტში შპს „სსსკ სერპანტინის“ ასფალტის საწარმოს  მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ასფალტის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „სსსკ სერპანტინი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2020 წლის 7 თებერვალი, 14:00 საათი - ქ.
დედოფლისწყაროს მერიის ადმინისტრაციული
ერთეულის შენობა;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო.
2020 წლის 17 იანვარს შპს „სსსკ სერპანტინმა“ სამინისტროში წარმოადგინა დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტში ასფალტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის
განცხადება. “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის
მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით ქ.
დედოფლისწყაროს მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო
განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და
მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები ასევე
შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2020 წლის 13 თებერვლამდე, მისამართზე:
ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.

Share page