განცხადება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება
Covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით 17 აპრილიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სასაფლაო 10 დღით დაიკეტება.
გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიის შემთხვევაში.
გადაწყვეტილების მიზანია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა ნუ გამოხვალთ გარეთ, დარჩით სახლში, გაუფრთხილდით ერთმანეთს, დაიცავით საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები, დიცავით დისტანცია.
გისურვებთ ჯანმრთელობას.