სასურსათო კალათები 5 და მეტ შვილიან ოჯახებს გადაეცა

11 April, 2020

                                                                                                                       

 ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო სააქციო საზოგადოება ,,არწივის ხეობამ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას 1000 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები გადასცა.
შემოწირულობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ 5 და მეტ შვილიან ოჯახებს ფქვილთან ერთად დაურიგა.
სასურსათო კალათები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარმა ირაკლი შიოლაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან, მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან, დოდო ხუნაშვილთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაარიგა.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ჰუმანიტარული ტვირთი 15 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა.

Share page