ვაკანსია

19 February, 2021

http://dedoplistskaro.gov.ge/sites/default/files/sakv.brz_.pdf

 

                                                                        დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  მერის  

                                                                          2021   წლის   19  თებერვლის  ბრძანების  დანართი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ 

 

 

მეორადი სტრუქტურული ერთეული - მოქალაქეთა მომსახურეობის  განყოფილების

პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურებთან კოორდინაციის    საკითხებში. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-საქართველოს კონსტიტუცია
-საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
-საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
-საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულება.

 

 

განათლება - უმაღლესი

 

ადმინისტრაციულ,  საქმის წარმოების,   იურიდიულ, ზედამხედველობის, ეკონომიკურ  ან ინფრასტრუქტურის    საკითხებში    2(ორი)   წლის  სამუშაო  გამოცდილება.

 

 1. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

2. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;

3. კომპლექსური აზროვნების უნარი;

4. საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

5. ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;

6. დროის ეფექტურად მართვის უნარი.

 

საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel)   კარგად ცოდნა.   

 

                         

   დამატებითი    ინფორმაცია

დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

            • შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

           •აუცილებელია დახურულ კონკურსში მონაწილე კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან რეზერვში ჩარიცხული პირი, ან               შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

      1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:

       - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი, უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

      2. ადმინისტრაციულ,  საქმისწარმოების,   იურიდიულ, ზედამხედველობის, ეკონომიკურ  ან ინფრასტრუქტურის      საკითხებში   2 (ორი) წლის სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

      3. ინფორმაცია კონკურსის ეტაპების შესახებ, გასაუბრების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

 

       განცხადებების რეგისტრაცია წარმოებს 2021 წლის  23 თებერვლის  ჩათვლით.

 

                       

Share page