სპორტი და სპორტული ღონისძიებები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთათა ცენტრთან უფასო სექციები ფუნქციონირებს, სადაც დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები სპორტის სხვადასხვა სახეობებს ეუფლებიან. ყოველწლიურად ისინი მონაწილეობას იღებენ ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებში და ბევრი მათგანი წარმატებასაც აღწევს.
წელს დედოფლისწყაროელი სპორტსმენები ვაჟა ბუბუნაირი და ლაშა ბექაური ჭიდაობა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ( მწვრთნელი კახა წიკლაური) , ხოლო ლაშა ბექაურმა სპორტის იგივე სახეობაში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
წელს კახეთის რეგიონის პირველობას დაეუფლა დედოფლისწყაროს საკალათბორთო გუნდი (მწვრთნელი ზურაბ მეხრიშვილი) , რომელიც ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთათა ცენტრთან ფუნქციონირებს,
აღსანიშნავია დედოფლისწყაროელ კიკ-ბოქსინგელთა მიღწევები, რომლებიც ყოველწლიურად არაერთ წარმატებას აღწევენ. წელს ევროპის ჩემპიონატის მესამი ადგილის მფლობელი გახდა ლევან წიკლაური , ხოლო ,,შავი ზღვის თასზე" გამორჩეულად იასპარეზეს მალხაზ ჯაგაშვილმა და ალექსანდრე ცხოვრებაძემ.
წელსვე, პირველი ლიგის ეროვნულ ჩემპიონატზე მეოთხე ადგილს დაეუფლნენ დედოფლისწყაროელი ფრენბურთელები.
დედოფლისწყაროს სპორტისა დაახლაგაზრდულ საქმეთა ცენტრთან ასევე ფუნქციონირებს გოგონათა კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, ბოქსის, ფეხბურთისა სხვა სექციები.
სამი წელია დედოფლისწყაროში ტარდება ფან-ფუტბოლის ფესტივალი, სადაც მონაწილეობენ სპორტსმენები მთელი მუნიციპალიტეტიდან. ჩვენი ფეხბურთელები მონაწილეობას იღებენ რეგიონალურ და რესპუბლიკურ ტურნირებშიც.
დედოფლისწყაროს ასევე ჰყავს ევროპისა და მსოფლიოს რეკორდსმენი ძალისმიერ სამჭიდში სამველ მადოიანი.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის მიერ ახალგაზრდული ღონისძიებები. აღორძინდა ინტელექტუალური თამაში ,,რა, სად, როდის". დედოფლისწყაროს ნაკრები მონაწილეობს თბილისის ჩემპიონატშიც. ცენტრის ორგანიზებით ადგილობრივი ახალგაზრდები ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობებში.