სოფლის მეურნეობა

                                                                                      

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 45 700  ჰა სახნავი მიწის ნაკვეთებს უკავია, ხოლო 68 000 ჰა საძოვრებს.

 მუნიციპალიტეტში საშემოდგომო თავთავიანი კულტურები 30-35 000 ჰექტარზე ითესება. ეს კულტურებია ხორბალი და ქერი.  

დედოფლისწყაროში ითესება საგაზაფხულო კულტურებიც(ძირითადად  მზესუმზირა და სიმინდი).

                                                                                     

ამჟამად რაიონის ტერიტორიაზე მრავალწლიანი ნარგავები 1 700 ჰექტარზეა გაშენებული, საიდანაც ვენახებს  1450-1500 ჰექტარი უკავია, დანარჩენი კი ზეთის ხილს, ნუშსა და კაკალს.

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობა ძირითადად  წარმოდგენილია მეცხვარეობით  (35-40 000 სული) და რქოსანი პირუტყვით (25-28 000 სული).

შიდა მეურნეობაში მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს მცირე რაოდენობით ფრინველსა და ღორს.

                                                                                    

დედოფლისწყაროს მოსახლეობა მისდევს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოყვანასაც. 

ივრისა და ალაზნის სანაპიროებზე ყოველწლიურად ითესება  100 ჰექტარი ბაღჩეული კულტურა. 

უკანასკნელ წლებში იაფი კრედიტებისა და სხვადასხვა პროექტების (,,დანერგე მომავალი", ,,აწარმოე საქართველოში", კოოპერაციისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის პროგრამები) ხელშეწყობით  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა, აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა თხუთმეტამდე საწარმო. მათ შორის, სასაწყობე მეურნეობები, ფერმები, გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

                                                                                      

Share page