ანსამბლი ,,შავნაბადა" დედოფლისწყაროში

21 სექტემბერი, 2018

                                                                                     

 ფესტივალის-,,ბაღია ჩვენი ქვეყანა“ ფარგლებში დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლაში თბილისის ფოლკლორული ანსამბლ ,,შავნაბადას“ კონცერტი გაიმართა. შემოქმედებით საღამოში ასევე მონაწილეობდნენ დედოფლისწყაროს ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლის ვაჟთა გუნდი და ანსამბლი ,,ხორნაბუჯი“. 
კონცერტს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსთან, მეუფე დიმიტრისა და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო. 
ხელოვნების სკოლაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის .უფროსმა თამარ თამაზაშვილმა მიმართეს. მათ კონცერტში მონაწილე შემოქმედებით ჯგუფებს ღირსეული გამოსვლა მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს

გააზიარე