მერიაში წარმატებულ პედაგოგებს უმასპინძლეს

22 ნოემბერი, 2018

                                                                                        

მიმდინარე წელი წარმატებული აღმოჩნდა დედოფლისწყაროს საჯარო სკოლების 39 მასწავლებლისთვის. სერთიფიცირების შედეგად ოცდათვრამეტმა პრაქტიკოსებიდან მეორე საფეხურს მიაღწია, ხოლო ხორნაბუჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა, რუსუდან გონაშვილმა წამყვანი პედაგოგის წოდება მოიპოვა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ეთერ დავითაშვილთან ერთად პედაგოგებს შეხვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს . მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

გააზიარე