მერმა დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა

9 ოქტომბერი, 2018

                                                                         

 

მირზაანი-ზემო მაჩხაანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაეგო ასფალტის ორმაგი საფარი. 
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერის წარმომადგენელთან, გიორგი იაკობიშვილთან ერთად მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა. მუნიციპალიტეტის მერთან საუბარში ზემო მაჩხაანელებმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის და იმ ყურადღებისთვის, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან გრძნობენ მადლიერება გამოთქვეს.

გააზიარე