დედოფლისწყაროს ტერიტორია ზომიერად ნოტიო, სუბტროპიკულ ჰავის ოლქს მიეკუთვნება. აქ გვხვდება 2 ტიპის ჰავა: რაიონის სამხრეთით ცხელზაფხულიანი, ზომიერად თბილი ტიპის ჰავაა, ხოლო ჩრდილოეთ ზოლში ზომიერად ნოტიო ჰავაა, სადაც ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ხანგრძლივად თბილი.