მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა
დედოფლისწყაროს გერბი: გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ოთხ ნაწილად: I-ლურჯ ველზე ოქროს მთაზე მდგარი ოქროს აღჭურვილი ციხე-სიმაგრე ორი კოშკით, რომელთა შორის გალავანზე აღმართულია ვერცხლის ხორუგვი (ბაირაღი) და მასზე გამოსახულია თამარ მეფის წითელი ხელრთვა (ხელმოწერა). ციხე-სიმაგრის სარკმელები და ნახევრად ღია კარიბჭის ველი მეწამულია. II- მეწამული ველის ზედა ნაწილში მოთავსებულია ოქროს თასი, მის ქვემოთ ვერცხლის წყარო, დაბლა კი ოქროს მთა. III- ვერცხლის ველზე კამეჩის შავი თავი.
გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი- სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ზემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ მეწამული ბაფთა, რომლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი-,, დედოფლისწყარო".
დედოფლისწყაროს დროშა: დროშა ვერტიკალურად გაყოფილია ორ ნაწილად-ლურჯ და მეწამულ ველებად. ლურჯ ველს უჭირავს დროშის 1/3, ხოლო მეწამულ ველს 2/3. ლურჯ და მეწამულ ველთა გადაკვეთაზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი- ვერცხლის ველზე მეფე თამარის მეწამული ხელრთვა . ფარის დაშორება ზედა და ქვედა კიდეებთან წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5-ს. დროშის პროპორციაა2/3.