მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტს, აღმოსავლეთით და სამხრეთით კი აზერბაიჯანს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი კახეთის მხარის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. მუნიციპალიტეტის ფართობია 2531 კმ².
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი ივრის ზეგანს უჭირავს, ივრის ზეგანი უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადადის ელდრის დაბლობში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დედოფლისწყარო, რომელიც მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე,