ხელოვნება და კულტურა

                                                                                      

     დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის  ცენტრი, რომელშიც გაერთიანებულია   კულტურის სახლები  და თითქმის ყველა მათგანთანთან არსებობს შემოქმედებითი კოლექტივები: ახალგაზრდული თეატრი ,,ბერიკონი“,  დები  ლოლაშვილები, ფოლკლორული ანსამბლი ,,ხორნაბუჯი“,  გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი  ,,მანდილი“,  სამეჯლისო ცეკვების სტუდია, ბავშვთა ხელოვნების სტუდია ,,არლეკინო“, სოფელ სამთაწყაროს ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჰერეთი“, ამავე სოფლის მედოლე ბიჭუნათა  ანსამბლი,  სოფ. ზემო ქედის  ფოლკლორული კოლექტივი ,,მთიულეთი“ და ასევე ბავშვთა ანსამბლი, ვოკალურ-ინსტრუმენტული  კოლექტივი , ქვემო ქედის ფოლკლორული კოლექტივი ,,ბარის ფშავლები“,  ზემო მაჩხაანის ზონის ანსამბლი ,,განთიადი“,  ბავშვთა ვოკალური ტრიო ,,ცეროდენა“,  სოფელ სამრეკლოს ქალთა მუსიკალური კოლექტივი,  სოფელ  ოზაანის  ბავშვთა  ხალხური საკრავების ანსამბლი.

 კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელია მამუკა ყავრელიშვილი. ტელ:577 41 89 54

                                                                                     

       დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში  ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ორგანიზებით  ყოველწლიურად ტარდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები (მათ შორის მასშტაბურობით  გამოირჩევა ,,პურის, ღვინისა და ფოლკლორის ფესტივალი“) და  საახალწლო კონცეტები, რომელიც  სრულდება  გალა-კონცერტით.  ასევე,  ყოველწლიურად აღინიშნება ბავშვთა დაცვის დღე და  ტრადციული დღესასწაულები-ფიროსმანობა (ოქტომბრის თვე)  და  დედოფლისწყაროობა ( 1 აგვისტო).  პერმანენტულად ტარდება  საქველმოქმედო საღამოებიც.

                                                                                      

  

  

 დედოფლისწყაროს მუნიუციპალიტეტის „კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები  წარმატებით გამოდიან ფესტივალებზე, დატვალიერებებსა და ოლიმპიადებზე როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთაც. 

                                                                              

   დედოფლისწყაროში ფუნქციონირებს  ევროპული დონის ცენტრალური და 14 სოფლის ბიბლიოთეკა. მუნიციპალიტეტს აქვს  მხარეთმცოდნეობისა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმები.   ბოლო წლებში  მოხდა ქ. დედოფლისწყაროს კულტურრის სახლის  საკონცერტო დარბაზის გათბობა-კონდიცირება, საოპერატორო ოთახის აშენება და ინვენტარით აღჭურვა, არბოშიკის კულტურის სახლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მუნიციპალური ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია და სხვა. 

                                                                               

      

გააზიარე