მერი ხორნაბუჯის საჯარო სკოლას ეწვია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მერის მოადგილესთან, სოლომონ ღორაშვილთან ერთად სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლას ეწვია და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.აღინიშნა , რომ სკოლაში არსებული ენერგოსისტემა მთლიანად გამოსულია მწყობრიდან და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ელექტროგაყვანილობა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე შეიცვლება.