მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახს დახმარება აღმოუჩინეს

19 ივნისი, 2018

                                                                                                  

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და წითელი ჯვრის ექიმ თერაპევტთან ერთად სოფელ საბათლოს ეწვია და მოსიანების მატერიალურად გაჭირვებული ოჯახი მოინახულა. 
ნიკოლოზ ჯანიშვილმა მოსიანებს საკვები პროდუქტები მიუტანა. ოჯახის ასაკოვან წარმომადგენელს, ანა მიქელაშვილს კი პირველადი სამედიცინო შემოწმება ადგილზე ჩაუტარდა. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ოჯახის წევრებს არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა. 
მოსიანებმა მერს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქამდეც არაერთხელ დადგომიან გვერდში .

გააზიარე