სახალისო ფეხბურთის ღია კარის გაკვეთილები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს ცენტრალურ სტადიონზე სახალისო ფეხბურთის ღია კარის გაკვეთილებს დაესწრნენ და სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
პროექტი ევროპის სახელმწიფოებში დანიის სამეფოს ორგანიზებით ტარდება და მასში საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ.
აღნიშნული პროექტი კახეთის რეგიონში წელს მხოლოდ დედოფლისწყაროში ხორციელდება.