დასუფთავების აქცია დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მსოფლიო დასუფთავების დღეს შეუერთდა. აქციის ფარგლებში გაიწმინდა ქ. დედოფლისწყაროს რეკრეაციული ზონები. დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
კამპანიას - „Let’s Do It! World! - მოდი გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის“ - საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა და ის ყოველწლიურად 14-15 სექტემბერს ტარდება. ამ დროისთვის აღნიშნულ ინიციატივაში მსოფლიოს 150 ქვეყანაა ჩართული.