გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

17 სექტემბერი, 2018

                                                                          

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეთერ დავითაშვილი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსთან, მეუფე დიმიტრისთან ერთად დედოფლისწყაროს, სოფელ ხორნაბუჯის, სამრეკლოსა და გამარჯვების საჯარო სკოლებს ეწვივნენ, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. 
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატსაც სუმრობდნენ და ცოდნის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დასწრნენ. 
საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით, წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში 229 პირველკლკასელი დარეგისტრირდა. 
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, ნუგზარ პაპიაშვილმა და ეთერ დავითაშვილმა პირველკლასელებს ახალი კომპიუტერები სკოლების პედაგოგებთან ერთად გადასცეს.

გააზიარე