,ოფთალმიჯის" უფასო ოპერაციები ხორნაბუჯში
ნიკოლოზ ჯანიაშვილთან საუბარში აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ,,ოფთალმიჯის“ მობილური ჯგუფი თვალის უფასო ოპერაციებს აკეთებს, თბილისში წასვლა აღარ უწევთ, რაც მათთვის გაცილებით მოსახერხებელია.
,, აღნიშნული აქციები საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება და მოსახლეობის მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ემსახურება. მას, ვისაც არ შეუძლია თბილისში წასვლა, საშუალება აქვს ოპერაცია ადგილზე გაიკეთოს. დამეთანხმებით, ეს ბევრი ოჯახისთვის დიდი შეღავათია. აქვე, ჩვენს მუნიციპალიტეტში გაწეული შრომისათვის მადლობას ვუხდი თვალის მიკროქირურგიის კლინიკა ,,ოფთალმიჯის“ მობილური ჯგუფის მედპერსონალს. “
-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა .