საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

3 აგვისტო, 2018

                                                                                             

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-4 და მე -5 პუნქტების შესაბამისად მიიღეს განკარგულება:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების გამოსაკრავად (გამოსაფენად) განისაზღვროს შემდეგი ადგილები:
1) კულტ-სახლების ფასადები და მათი კაპიტალური მესერები.
2) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სასწავლო- აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალური მესერები.
3) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერები, გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა, აგრეთვე მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერები;
4) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ელექტრო ან სხვა დანიშნულების ბოძები - სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ სადენებთან და სხვა ელექტრო მოწყობილობებთან არანაკლებ ერთი მეტრის სიახლოვისა.
2. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზემათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, გარდა ამავე განკარგულებით აკრძალული შენობა- ნაგებობებისა.
3. აკრძალულია საარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მის: ქ.დედოფლისწყარო კოსტავას ქ.№44), ასევე სასამართლოსა (მის: ჰ.გონაშვილის ქ.№2) და პოლიციის (მის: ქ. დედოფლისწყარო, რუსთაველის ქუჩა და სოფ.არხილოსკალო) შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში და საგზაო ნიშნებზე.

გააზიარე