,,ჭაჭის ფესტივალის“ გამარჯვებული დედოფლისწყარო გახდა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით თელავში ,,ჭაჭის ფესტივალი“ გაიმართა.
ღონისძიება ოფიციალურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კახეთის მხარის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნეს.
ფესტივალის ჰიმნი ,,ბალადა ვაზზე“ გამოჩენილმა ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ შეასრულა.
ღონისძიებაზე კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა შემოდგომის თემაზე მომზადებული კუთხე და კულტურული პროგრამა წარადგინა . დამთვალიერებლებს საკუთარი პროდუქცია სხვადასხვა ღვინის კომპანიებმა და სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმაც გააცნეს.
ფესტივალის ფარგლებში კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა ფესტივალის საუკეთესო კუთხე და საუკეთესო ჭაჭა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილმა კუთხემ ფესტივალის მონაწილეებისა და ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ფესტივალის მიმდინარეობისას დედოფლისწყაროს კრეატიულობა არაერთხელ აღინიშნა. საბოლოოდ კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ,,საუკეთესო კუთხის“ ნომინაციაში გრან-პრის მფლობელი გახდა.
ჭაჭის ფესტივალი თბილისის საკონცერტო ორკესტრ ,,ბიგ-ბენდის“ კონცერტმა დაასრულა.